„იქს ფაქტორი“ დასრულდა - ფინალური შოუს დეტალები
„იქს ფაქტორი“ დასრულდა - ფინალური შოუს დეტალები
„იქს ფაქტორი 2018“-ის ფინალურმა შოუმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ოთხი უძლიერესი მონაწილე ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, გორის გოგონათა გუნდი და თამთა ხუხუნაშვილი პირველობისთვის იბრძოდნენ. დასკვნით კონცერტზე კონკურსნატებმა ორ-ორი სიმღერა შეასრულეს, მენტორები აღფრთოვანებულები უსმენდნენ თითოეულ მათგანს.

საზეიმო განწყობას ჟიურის წევრებისა და წამყვანების გამორჩეული ლუქები კიდევ უფრო ამაღლებდა. მართალია, თამთა გოდუაძემ თქვა, რომ ფინალისთვის განკუთვნილი კაბა აეროპორტში დარჩა, თუმცა სტილს არ უღალატა და გუშინაც ორიგინალური, ფარფატა კაბით იყო წარმოდგენილი. ნანიკო ყოველ ჯერზე შეუდარებლად გამოიყურებოდა, თუმცა, მისმა დახვეწილმა კაბამ მაყურებელი გულგრილი ვერც გუშინ დატოვა,
განსაკუთრებით ეფექტური იყო, გიორგი ფუტკარაძის საგულშემატკივროდ მისი სცენაზე ასვლის მომენტი.
ეპატაჟი და იმიჯი, არც ანრი ჯოხაძეს „ეშლება“ , რომელმაც აქცენტი შავ სადღესასწაულო შემოსაცმელსა და წვერზე გააკეთა. შოუს წამყვან, რუსკა მაყაშვილს თუ მთელი კონკურსის განმავლობაში შარვალსა და პიჯაკში ვხედავდით, ფინალის „პატივსაცემად“ მაყურებლის წინაშე ავანგარდული კაბით წარდგა.

მას შემდეგ რაც, კონკურსანტებმა საფინალო სიმღერები შეასრულეს, დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი, გამარჯვებულის დასახელების მომენტი. თუმცა, სანამ ეს კულმინაციური დეტალი გახდებოდა ცნობილი, ფილარმონიის დარბაზში „საჩუქრების წვიმა“ წამოვიდა. პრიზები გადაეცათ არა მარტო ფინალისტებს, არამედ ია ტომაშსაც, რომელსაც ახალთახალი მოპედი ერგო. განსაკუთრებულად სასიხარულო აღმოჩნდა რადიო „ენერჯის“ საჩუქარი გიორგი ფუტკარაძისთვის. როცა გვანცა კილასონიამ
გააჟღერა, რომ "იუ თუს" კონცერტის ბილეთები სწორედ მას გადაეცემოდა, გიორგიმ გვანცა სიხარულით ხელში აიტაცა და სცენაზე აბზრიალა.
არც თამთა ხუხუნაშვილი დარჩენილა საჩუქრის გარეშე - მას 2018 წლის სმარტფონი და სილამაზის სახლის 5000-ლარიანი მომსახურების პაკეტი ერგო.
ასევე 5000 ლარით დაჯილდოვდნენ გორელი ბავშვები...
სანამ მონაწილეებს სხვადასხვა კომპანიები ასაჩუქრებდნენ, შემოქმედებითმა ჯგუფმა დაითვალა შემოსული ზარების რაოდენობა (რეკორდული - 200 ათასზე მეტი) და სცენაზე გიგო გამოვიდა ბარათით, რომელზეც გამარჯვებულის ვინაობა ეწერა - მოზღვავებული ემოციებისა და ნერვიულობის ფონზე რუსკამ და ვანიკომ საზოგადეობას ამცნეს, რომ „იქს ფაქტორი“ 2018 ანრი გუჩმანიძე გახდა. როგორც ჩანს, გამარჯვება მისი მენტორისთვისაც მოულოდნელი იყო, სიხარულით სავსე ანრი სცენაზე აიჭრა და გამარჯვებულს ჩაეხუტა. შოუს დასრულების შემდეგ კი საზეიმო ტორტი ორივე ანრიმ ერთად დაჭრეს.
თეკლა ჟვანია

1106
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?