"მამა, ვამაყობ შენი შრომისმოყვარეობით!" მომღერალმა ზურა ხაჩიძემ თავისი ქალიშვილის - პატარა ანასტასიას ფოტოები გაავრცელა სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, ანასტასია მერიის მიერ გაკეთებულ პროექტში ჩაერთო და დედა ენის ბაღში თავის გაკეთებულ ნივთებს ყიდის:
"დღეს კიდევ ერთხელ ვიამაყე ჩემი შვილით - მეორე კვირაა დადის დედაენის პარკში და ყიდის მის გაკეთებულ ნივთებს. ბევრი ადამიანი ყიდის ამ ადგილას თავის ნამუშევრებს და გირჩევთ მიხვიდეთ და ნახოთ საკუთარი თვალით. მე მჯერა, ეს თაობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას! მამა, ვამაყობ შენი შრომისმოყვარეობით!" - წერს ზურა.