ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი ულამაზესი გოგონა და ჰგავს თუ არა ბარბარიკას
ვინ არის ბარბარიკას როლის შემსრულებელი ულამაზესი გოგონა და ჰგავს თუ არა ბარბარიკას
"... ჩემს გმირზე ვიტყოდი, რომ ბარბარიკა არ არის გასაკიცხი. რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მაქსიმე, იგი მისთვის პირველი სიყვარული იყო! ენდის ბაბუის სიყვარულით გაყვა, მას რომ არ ენერვიულა... ენდისთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუნდაც სქესობრივი. მხოლოდ ერთ ოთახში არიან..." – ამბობს მსახიობი თაკო კორინთელი, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი ბარბარიკას როლს განასახიერებს და მისი გმირის საქციელს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე...

- ჩემსა და ჩემს გმირს შორის დიდი მსგავსება არ არის, თუმცა ძალიან მომწონს. ბარბარიკას სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან იგი

თავის სათქმელს სერიალში იტყვის!

mshoblebi

- განსაკუთრებით რა გხიბლავთ ამ გმირის?

- თუნდაც გარეგნობა, როგორც არის აღწერილი, ბარბარიკა როგორიც უნდა იყოს. მომწონს მისი თავდაჭერილობა. ძალიან განათლებულია, საფრანგეთში აქვს განათლება მიღებული და კარგად საუბრობს ფრანგულად. მე ფრანგულად ვერ ვსაუბრობ და ძალიან მინდა, რომ ვიცოდე... ბარბარიკა ნამდვილად არისტოკრატი გოგოა!


- რა საერთო იპოვეთ თქვენს გმირთან?

- ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხომ არის რაღაც, შინაგანად რომ გრძნობ, უხილავი ძაფი რომ არის გაბმული შენსა და შენს გმირს შორის. კონკრეტულად რომ ავიღო, ამაში ვგავარ-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემიანია.

mshoblebi

- ჩაცმულობით რამდენად ჰგავხართ?

- ბარბარიკას როგორც აცვია, ისე ვერ ვივლი

დღეს საქართველოში, მაგრამ ძალიან მომწონს. ყოველთვის ვამბობდი, მე-14 საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი სადმე საფრანგეთში-მეთქი. მომწონს არისტოკრატული ჩაცმულობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა დახეული ჯინსები და მაისურებია.


- ძალიან რთული არ იყო, როდესაც სხვისი შექმნილი როლის გაგრძელება მოგიხდათ?

- თავისთავად ცხადია, რომ ჩემთვის ეს მართლაც ურთულესი იყო. უნდა შემეცვალა მარიშკა ჯავახაძე, რომელიც მაყურებელს დღემდე ძალიან უყვარს. იგი ძალიან ნიჭიერი, ულამაზესი და ნამდვილად პრინცესული გოგოა! მისი შეცვლა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა იყო და ვინერვიულე! რამდენად მოვირგე, ეს ყველაფერი მაყურებელმა უნდა განსაჯოს! საბედნიეროდ კაგი კომენტარები იყო... ზოგიერთს თავიდან არც ეგონა მარიშკა თუ შეცვალა. გარეგნულად კი ვგავართ, მაგრამ ასე ძალიან მსგავსება თუ იყო, არ მეგონა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ბევრს ეგონა, რომ ხმა მარიშკასი იყო... მარიშკა ახმოვანებსო, წერდნენ. არადა არც მიფიქრია ხმა მიმემსგავსებინა, ასე ვსაუბრობ საერთოდ. როცა, გაიგეს მარიშკასი კი არა ჩემი ხმა იყო, მერე იმას წერდნენ, განგებ ამსგავსებსო. ეგ ვერც წარმომიდგენია, როგორ ხდება... თვალყურს ვადევნებდი კომენტარებს, რადგან ხალხის რეაქცია ძალიან მაინტერესებდა.

mshoblebi

- ბოლო სერიებმა მაყურებლის განსხვავებული რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთი თვლის, რომ ბარბარიკა ცუდად იქცევა...

- მე როგორც თაკო კორინთელი, ჩემს გმირზე ვიტყოდი, რომ ბარბარიკა არ არის გასაკიცხი. რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მაქსიმე, იგი მისთვის პირველი სიყვარული იყო! ენდის ბაბუას სიყვარულით გაჰყვა, მას რომ არ ენერვიულა... ენდისთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, თუნდაც სქესობრივი. მხოლოდ ერთ ოთახში არიან... ბარბარიკას პირველი სიყვარულის მიმართ აქვს ისევ გრძნობა და არც არის დასაძრახი. ცუდი ბიჭი შეუყვარდა თუ კარგი, მას ის უყვარს!


- თქვენი ინტუიციით როგორ განვითარდება მოვლენები?

- წარმოდგენა არ მაქვს! ქეთი დევდარიანი უცებ ისეთ რამეს დაწერს ხოლმე, შეიძლება შოკში ჩაგაგდოს. ძალიან მაგარი გოგოა და მისგან ყველაფერ საინტერესოს უნდა ველოდით!


- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- მყავს მეუღლე და დანარჩენი პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ!

mshoblebi
მეუღლესთან ერთად

მანანა გაბრიჭიძე


13554
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
მზია რატიანი
0
მართლა პროფესიონალი ხარ "ბარბარიკა". მომწონხარდა შენი, კვაზი ბაბუს, მარინას და ჩიკას ხათრით დავიწყე სერიალის ყურება. მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ.
11:26 / 17-08-2018
222
0
ლამაზი გოგოა, ვერაფერს იტყვი
15:38 / 11-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?