"გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა" - მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა
"გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა" - მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, ახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რა გახდა ახალგაზრდა გოგონას შენობიდან გადმოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
3293
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?