17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.