ყოველდღიური კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნეა, რომ შეიძლება სიკვდილის გამომწვევიც გახდეს "ყოველდღიური კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნეა, რომ შეიძლება სიკვდილის გამომწვევიც გახდეს. საფრთხეს შეიცავს როგორც პარფიუმერული ნაწარმი, ასევე საპონი, შამპუნი და თავის მოვლის საშუალებები, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, მავნე კოსმეტიკის მუდმივი მოხმარება იწვევს სიმსუქნეს და ისეთ მძიმე ავადმყოფობას, როგორიცაა სიმსივნე და კანის სხვადასხვა დაავადება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით "ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს"
"სპეციალისტების ინფორმაციით, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა – პომადა, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქი. მაგალითად, ფრჩხილის ლაქი იწვევს ალერგიულ რეაქციას, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის სიმახინჯეს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში გულში. შესწავლილია 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე, დარიშხანსა და კადმიუმს, რომლებიც ორნგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი – ტყვიას“, - აღნიშნავს გამოცემა
კრემები "ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, მავნე კოსმეტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ კოსმეტიკა არა ნატურალური კომპონენტებით, არამედ სინთეზური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ჭარბი შემცველობით, რისი გამოყენებაც საშიშია. გახოკიძის თქმით,
დღეს აქტიურად გამოიყენება ბიოაქტიური კოსმეტიკაც, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს (ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს), რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და აქვთ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი. როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია“, - განაგრძობს გამოცემა.
ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტია ტუში. მას ამზადებენ ნატურალური ნივთიერებებისგან, მაგრამ მაინც დაჭუჭყიანებულია მძიმე ლითონებითა და საღებავებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო შეშუპება და ალერგია, არამედ კიბოც. განსაკუთრებით საშიშია ტუში, რომლის შემადგენლობაში შედის ბრონოპოლი, ბრონიდოქსი, დიაზოლიდინილი, იმიდაზოლიდინილი, თიომერსალი, თიმერაზოლი“, - დასძენს გამოცემა.