როგორია 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-4 სართულიდან გადმოვარდა
როგორია 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-4 სართულიდან გადმოვარდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, ახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს
ტვინის შერყევით, ბარძაყის მოტეხილობით და ტრავმული შოკით.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება ექიმების მეთალყურეობის ქვეშ. პაციენტს  აქვს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ამზადებენ საოპერაციოდ.

724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?