"გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა"
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, ახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს
ტვინის შერყევით, ბარძაყის მოტეხილობით და ტრავმული შოკით.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება ექიმების მეთალყურეობის ქვეშ. პაციენტს აქვს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ამზადებენ საოპერაციოდ.