- ზოგადად ვთვლი, რომ მშობლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებაში ყველა ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ბედნიერი და ღმერთის მადლობელი ვარ, მე რომ მხვდა წილად ასეთ ოჯახში რომ გავჩნდი. ასეთი მშობლები რომ მყავს! მათი
- ქალბატონი ირმა ყოველთვის ძალიან პოპულარული და დაკავებული იყო... რამდენად იცლიდა ოჯახისთვის?

- მიუხედავად მისი დაკავებულობისა, არასოდეს არ ვყოფლვარ მშობლების და დედის გარეშე. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა... დღეს მე ვმუშაობ და სულ მაქვს განცდა, რომ ჩემს შვილებს ბევრს ვაკლებ, თუნდაც ყურადღებას და მზრუნველობას. მე, როგორც ბავშვი, ამის დეფიციტს არასოდეს განვიც
- თქვენი ბაბუა, ქალბატონი ირმას მამა საქართველოში ცნობილი თამადა იყო...
- დახ... სამწუხაროდ ორი წლის წინ გარდაიცვალა და იგი მხოლოდ ცნობილი თამადა კი არა, ყოველმხრივ საოცარი პიროვნება იყო. ოჯახში ყოველი წუთი მასთან ერთად გატარებული ფეირვერკი იყო. ყველა ოჯახშია სირთულეები, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა უნარი ყველაფერში დადებითი ეპოვა და მხოლოდ კარგზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ასეთი დამოკიდებულება ძალიან კარგ განწყობას ქმნის და ყველას გადაედება... სამწუხაროდ ბაბუას არცერთი შვილიშვილი არ ვგავართ. იგი გამორჩეული ფიგურა იყო!

- რამდენად უწყობენ ფეხს თანამედროვეობას თქვენი მშობლები?
- თანამედროვეები არიან და ეს ყველაფერში ვლინდება! მათ შორის ტექნიკასთან მიმართებაში. როგორც ჩემი შვილი თამაშობს კომპიუტერზე და რაღაცებში ერკვევა, ისე ცდილობენ ჩემი მშობლებიც ყველაფერი აითვისონ... თანამედროვეობა ჩემთვის უფრო მეტად გაიგივებულია სიცოცხლის სიყვარულთან და სურვილთან. თუ შენ ყოველი დილა გიხარია, თანამედროვეც ხარ, ახალგაზრდაც და მისაღებიც გარშემო მყოფებისთვის. როცა შეძლებ რაღაცნაირი ხიბლი დაუჭირო ყოველ დღეს... ვის აქვს ყველა დილა უპრობლემო, მითუმეტეს 43 წლის თანაცხოვრების მანძილზე, მაგრამ როცა თვითონ ხარ მოტივირებული ყველაფერში კარგი დაინახო, სიცოცხლე გიყვარდეს, შვილებთან და შვილიშვილებთან გატარებული ყოველი წუთი გიხაროდეს, ეს არის ალბათ მთავარი ფაქტორი, რასაც ჩვენ შემდეგ თანამედროვეობას ვეძახით... ძალიან უყვართ ახალგაზრდები, ახალი ადამიანების გაცნობა და ირმა დღის ნებიმიერ მონაკვეთში ჩემზე ენერგიულია.
- მუსიკალური ნიჭით თუ დაემსგავსეთ შვილები და შვილიშვილები?
- სამწუხაროდ, მე ვერ დავემსგავსე ისე როგორც შეიძლებოდა დავმსგავსებოდი. ჩემი და – სალომე ჩემზე უკეთ მღერის... მხოლოდ ირმა კი არა, ოჯახში ყველა საუკეთესოდ მღეროდა – ბაბუა, ირმა, რეზო, ბიძა ბიძაშვილები... სამოყვარულო დონეზე სიმღერა არ მსურდა ბავშვობიდანვე, თუ მღერი, მაღალ დონეზე უნდა იმღერო და ამის ნიჭი ყველას არ აქვს! ამიტომ ამ მიმართულებით არ წავედი და მუსიკალურ სასწავლებელშიც არ მივლია. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან. ორი ვაჟი მყავს, ერთი 6 წლისაა და მეორე 4 წლის... მათ თუ მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდებათ, ძალიან გამეხარდება!
მანანა გაბრიჭიძე