მე იმ ასაკში გამაჩინა, როდესაც კიდევ უფრო მეტად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს შვილი "ზუსტად 43 წლის წინ ეს ორი ადამიანი დაქორწინდა და დღემდე მადლობელი ვარ ამ კარგი საქმისთვის... გილოცავთ ირმა, რეზო - მიყვარხართ და მცირედით მაინც დამებრუნებინოს ის სიყვარული, რასაც მჩუქნით ყოველდღე" - ასეთ ემოციურ ტექსტს აქვეყნებს საკუთრი ფეისბუქის გვერდზე ირმა სოხაძის შვილი – ნატა ასათიანი... მშობლებზე ნატა ასათიანი თავად გვესაუბრა...
- ზოგადად ვთვლი, რომ მშობლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებაში ყველა ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ბედნიერი და ღმერთის მადლობელი ვარ, მე რომ მხვდა წილად ასეთ ოჯახში რომ გავჩნდი. ასეთი მშობლები რომ მყავს! მათი თანადგომა ჩემს ნებიმიერ გადადგმულ ნაბიჯში ყველა ასაკში იმის განმსაზღვრელია, თუ როგორ ვარ დღეს და როგორ ვიქნები მომავალში... ყველას ჰგონია, რომ განსაკუთრებული მშობლები ჰყავს და ასეც უნდა იყოს. მეც მათ რიგებში ვარ და მიმაჩნია, რომ მზრუნველობით და სიყვარულის უნარით გამორჩეული მშობლები მყავს.
- მიუხედავად მისი დაკავებულობისა, არასოდეს არ ვყოფლვარ მშობლების და დედის გარეშე. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა... დღეს მე ვმუშაობ და სულ მაქვს განცდა, რომ ჩემს შვილებს ბევრს ვაკლებ, თუნდაც ყურადღებას და მზრუნველობას. მე, როგორც ბავშვი, ამის დეფიციტს არასოდეს განვიცდიდი. ალბათ დიდი ნიჭი უნდა, რასაც ირმა ახერხებდა. იგი ჩემზე გაცილებით დაკავებული იყო და მისი საქმე გაცილებით უფრო მასშტაბური იყო. სულ შვილების გვერდით იყო. თან მე იმ ასაკში გამაჩინა, როდესაც კიდევ უფრო მეტად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს შვილი. თუ რამხელა ინვესტიცია უნდა ჩადო შვილში... არასოდეს მიგრძვნია დედის ყურადღების ნაკლებობა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს აღზრდაში ჩართულები იყვნენ ორივე ბებია და ბაბუა დედის მხრიდან. შამწუხაროდ, მეორე ბაბუა ადრე გარდაიცვალა და მე არ მახსოვს.
- დახ... სამწუხაროდ ორი წლის წინ გარდაიცვალა და იგი მხოლოდ ცნობილი თამადა კი არა, ყოველმხრივ საოცარი პიროვნება იყო. ოჯახში ყოველი წუთი მასთან ერთად გატარებული ფეირვერკი იყო. ყველა ოჯახშია სირთულეები, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა უნარი ყველაფერში დადებითი ეპოვა და მხოლოდ კარგზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ასეთი დამოკიდებულება ძალიან კარგ განწყობას ქმნის და ყველას გადაედება... სამწუხაროდ ბაბუას არცერთი შვილიშვილი არ ვგავართ. იგი გამორჩეული ფიგურა იყო!
- თანამედროვეები არიან და ეს ყველაფერში ვლინდება! მათ შორის ტექნიკასთან მიმართებაში. როგორც ჩემი შვილი თამაშობს კომპიუტერზე და რაღაცებში ერკვევა, ისე ცდილობენ ჩემი მშობლებიც ყველაფერი აითვისონ... თანამედროვეობა ჩემთვის უფრო მეტად გაიგივებულია სიცოცხლის სიყვარულთან და სურვილთან. თუ შენ ყოველი დილა გიხარია, თანამედროვეც ხარ, ახალგაზრდაც და მისაღებიც გარშემო მყოფებისთვის. როცა შეძლებ რაღაცნაირი ხიბლი დაუჭირო ყოველ დღეს... ვის აქვს ყველა დილა უპრობლემო, მითუმეტეს 43 წლის თანაცხოვრების მანძილზე, მაგრამ როცა თვითონ ხარ მოტივირებული ყველაფერში კარგი დაინახო, სიცოცხლე გიყვარდეს, შვილებთან და შვილიშვილებთან გატარებული ყოველი წუთი გიხაროდეს, ეს არის ალბათ მთავარი ფაქტორი, რასაც ჩვენ შემდეგ თანამედროვეობას ვეძახით... ძალიან უყვართ ახალგაზრდები, ახალი ადამიანების გაცნობა და ირმა დღის ნებიმიერ მონაკვეთში ჩემზე ენერგიულია.
- სამწუხაროდ, მე ვერ დავემსგავსე ისე როგორც შეიძლებოდა დავმსგავსებოდი. ჩემი და – სალომე ჩემზე უკეთ მღერის... მხოლოდ ირმა კი არა, ოჯახში ყველა საუკეთესოდ მღეროდა – ბაბუა, ირმა, რეზო, ბიძა ბიძაშვილები... სამოყვარულო დონეზე სიმღერა არ მსურდა ბავშვობიდანვე, თუ მღერი, მაღალ დონეზე უნდა იმღერო და ამის ნიჭი ყველას არ აქვს! ამიტომ ამ მიმართულებით არ წავედი და მუსიკალურ სასწავლებელშიც არ მივლია. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან. ორი ვაჟი მყავს, ერთი 6 წლისაა და მეორე 4 წლის... მათ თუ მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდებათ, ძალიან გამეხარდება!
მანანა გაბრიჭიძე