გაიცანით ცნობილი მუსიკოსისა და პოეტის შვილიშვილი მსახიობი და მუსიკოსი ვლადიმერ ვისოცკი ნამდვილი დონ ჟუანი იყო: სამი ოფიციალური ქორწინება და უამრავი რომანი ჰქონდა. მეორე ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავს. გარდა ამისა, ქორწინების გარეშე, მსახიობ ტატიანა ივანენკოსგან ვლადიმერს გაუჩნდა გოგონა - ანასტასია. ანასტასიას კი 19 წლის გოგონა ჰყავს - არინა, რომლის ცხოვრებასაც დიდი ინტერსესით ადევნებენ თვალს ჟურნალისტები.
ახლახან მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა სახუმარო პოსტი, რომელშიც ითხოვს მოწყალებას ძვირფასი ჩანთისა და მანქანისთვის. გამომწერებმა მისი იუმორი მთლად კარგად ვერ შეაფასეს.
"ბაბუას გაუკვირდებოდა შენი საქციელი", - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა. რაზეც ირინამ უპასუხა: "თუ ვინმეს იუმორის გრძნობასთან პრობლემები აქვს, ჩემი პრობლემა არ არის, მაპატიეთ".
ვისოცკის შვილიშვილი არ მოელოდა ასეთ ნეგატიურ რეაქციას ჩვეულებრივ ხუმრობაზე.
მოგვიანებით არინამ აღიარა, რომ იხუმრა და გამოაქვეყნა ბანკის ბარათის ნამდვილი ნომერი. ასევე წაშალა რამდენიმე კომენტარი.
ვლადიმერ ვისოცკის შვილიშვილმა დაამთავრა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ გაძლიერებულ ფრანგულ ენას. მიუხედავად იმისა, რომ ის ოცნებობდა მსახიობობაზე, სწავლა გააგრძელა მოსკოვის სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში.