„ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც...“ - მაია დარსმელიძის მიმართვა
„ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც...“ - მაია დარსმელიძის მიმართვა
როგორც ჩანს, მუსიკოსი მაია დარსმელიძე ძალიან შეაწუხეს შვილებზე მეტისმეტად შეყვარებულება დედებმა, რომლებსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ და სწორედ ამიტომ მათ პოსტი მიუძღვნა:

„ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც დადიან და ტვინს უტ... სრულიად სამეზობლოდან დაწყებული, სრულიად უცხოთი დამთავრებული ყველას, თავისი ზე-"გენიალური" შვილის ბიოგრაფიით.
ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც რაღაც სი..ბა ზღაპრებს იგონებენ ამ თავის "გენიალურ" შვილებზე, და იმდენად აუტანელს ხდიან ამ შვილების, და ამ შვილებზე ზღაპრების იძულებით მსმენელების ყოველდღიურ ყოფას, რომ ეს მსმენელები მთელი მათი არსით იზიზღებენ ამ დედების "გენიალურ" შვილებს,
რომლებმაც იდეაში საერთოდ არაფერი დაუშავეს, მამენტ ალბათ მხოლოდ ის, რომ ამ მეზღაპრე დედების შვილები კი არიან, მარა საერთოდ, არანაირად არ გვანან ამ დედებს და ძალიან უნდათ იყვნენ თავისთვის, პირველ რიგში საკუთარი ზე-გენიალური ბიოგრაფიის მთხრობელებისგან შორს და თავისუფლად.

ოდესმე ისე თუ დავ....დი, რომ ჩემი გადაჭარბებული აქტიურობით ვუმწარებდე ჩემს შვილს სიცოცხლეს - დამკალით, გთხოვთ...“

ასევე იხილეთ:

alt"ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეთეთ, სისხლი გავუშრეთ... მაგრამ" - როგორ ულოცავს სტეფანე ყოფილ ცოლს დაბადების დღეს


თეკლა ჟვანია

7444
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნიცშე
0
რატომ წაშალეთ ჩვენი კომენტარები რამე ტყუილი დავწერეთ თუ შეურაცხყოფა მივაყენეთ ვინმეს???
20:56 / 13-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?