„ბედნიერი უცხოელი უბედურ ქართველზე მტყუანი სულ რატომ არის? რატომ?“
„ბედნიერი უცხოელი უბედურ ქართველზე მტყუანი სულ რატომ არის? რატომ?“
ხადას ხეობაში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა ყველა, ვისაც კი ყურში ჩასწვდა ეს საზარელი ამბავი. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის მწყემსმა დახოცა სმიტების ოჯახი, მათ შორის მათი 4 წლის ბიჭი. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები:

ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი:
„რა ფაქტებით ითხოვთ მწყემსის გათავისუფლებას? მთავარი არგუმენტი საცოდავი სახეა? არ მინდა მკვლელი ეს აღმოჩნდეს კი არა, არ მინდა ეს ამბავი საერთოდ არსებობდეს... არაფერს ვამტკიცებ... უბრალოდ მაინტერესებს, რა ენაზე ემუქრებოდნენ მწყემსს უცხოელები დედ-მამიშვილების
განადგურებით? და ისიც მაინტერესებს, მხოლოდ საცოდავების და გაუბედურებულების გვერდით რატომ ვართ? და ბედნიერი უცხოელი უბედურ ქართველზე მტყუანი სულ რატომ არის? რატომ?“

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
„წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა. 18 წლის მწყემსმა, სავარაუდოდ მკვლელობა უკვე აღიარა. მოკლა ქმარი, ცოლი და 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს. იმედია, გამოძიება ყველაზე მკაცრი სასჯელით გაუშვებს ციხეში ამ მანიაკს. აი, სად არის აუცილებელი ნულოვანი ტოლერანტობა!“

ბლოგერი მარიამ შენგელია:
„საშინელებათა ჟანრის ფილმები ხშირად ასე იწყება: დედა, მამა და მათი მცირეწლოვანი შვილი საცხოვრებლად სახლიდან შორს გადადიან, შემდეგ კი უცნაური მოვლენები ხდება.
სმიტების ოჯახის ცხოვრების რეჟისორიც ასეთი სასტიკი აღმონდა. იმის ნაცვლად, რომ
მათი ამბავი სათავგადასავლო ფილმის სცენარს გაჰყოლოდა (როგორც დასაწყისში), სიუჟეტი საშინელებათა ჟანრის ფილმს დაემსგავსა, თანაც ისეთს, 18 წლამდე რომ აკრძალულია მისი ნახვა.
მათი ცხოვრება ალბათ ისეთი იყო, თითოეული ჩვენგანი რომ ოცნებობს - სიყვარულით და თავგადასავლებით სავსე.
საქართველოში ჩამოსულებმა მთა და ბარი დალაშქრეს, ქვეყანა შეუყვარდათ და მარნეულში დაიდეს ბინა. ბოლოს კი ხადას ხეობის დათვალიერებაც მოინდომეს, ალბათ, ინტერნეტში ხეობის ბევრი ფოტო ნახეს, სადაც ჩანჩქერი, მდელო და მთები ერთმანეთს ეჯიბრებიან სილამაზეში.
ხადას ხეობა იმ დღეს შემზარავი იყო - ნეტა როგორ დაიტია ამხელა ტრაგედია? ცა როგორ არ ჩამოიქცა?
ამ ტრაგედიით ცნობილ რიტორიკულ კითხვაზე ვიპოვე პასუხი:
- კაცია-ადამიანი?!
- არა!“


altსმითების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე შვილი დაკარგა - მოკლული ამერიკელი ოჯახის ახლობელი




ნინო გურაბანიძე, დიზაინერი:
„თავიდან, თითქოს დავიჯერე, რომ ამ ბიჭის მიერ იყო ჩადენილი ეს საზარელი მკვლელობა... მაგრამ, ახლა ამ ბიჭს რომ ვუყურებ, ცოტა ეჭვი მეპარება... რა უნდა ყოფილიყო მოტივი? მოტივის გარეშე ხდება მკვლელობა? მაშინ არაადეკვატურია და სათანადოდ მიხედეთ!!! წარმოუდგენელია, სრულიად უცხო ადამიანებს მივარდნოდა და დაეხოცა, არც ანგარება არ იკვეთება და არც პირადი ანგარისწორება! მაშინ რატომ დახოცავდა? არ ვიცი... მე ცოტა დავიბენი.“

ნიკა მელია, პოლიტიკოსი:
„ხადას ხეობაში ამოწყვეტილი ოჯახი მხოლოდ ამერიკული ოჯახი არ იყო, ეს იყო ქართულ-ამერიკული ოჯახი. რაიან და ლორა სმიტებმა საქართველო მეორე სამშობლოდ იქციეს, 6 წელია აქ, მარნეულში ცხოვრობდნენ, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს, საქმეც წამოიწყეს, ხალხი დაასაქმეს, ხალიჩების ქსოვის მივიწყებული ტრადიცია ააღორძინეს, ლორა მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, ბოლოს მარნეულში ბავშვებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას ცდილობდნენ...
დიახ, აქ ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, აქ შეეძინათ და აქ ზრდიდნენ თავის პატარა ბიჭს, აქ, საქართველოს მთაში, ხადას ხეობაში წავიდნენ დასასვენებლად და... და ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა არაკაცის ხელით.
ამ ხალხმა საქართველო შეიყვარა, ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ ვერ გაუფრთხილდით მათ, ვერ უზრუნველვყავით მათი უსაფრთოხოება... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხადას ხეობაში დატრიალებული ტრაგედია პირდაპირი შედეგია იმ განუკითხაობის, რაც ქვეყანაში სუფევს.“

კახა კუკავა, პოლიტიკოსი:
"ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს"... როგორ ჩანს ჯერ კიდევ გასარკვევია რაღაცეები“.

მამა პეტრე კვარაცხელია:
„სტუმარ-მასპინძელი" აქ, ამ მიწაზე დაიწერა...
ახლა კი, მასპინძლისგან მოკლულ სტუმრებს ვგლოვობთ ამერიკის საელჩოსთან!..“

მარიამ კუბლაშვილი, იურისტი:
„უსახელო სისასტიკე და სამარცხვინო რეალობა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ვწუხვარ. ვუთანაგრძნობ ამერიკელ ხალხს, ვუთანაგრძნობ ჩვენს ერს, რომ ეს უბედურება შეგვემთხვა“.

ლიზა ყენია, მომღერალი:
"ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი! და მთელი დღეა სიმწრისგან მეტირება!!!! არაფერი არ მინდება! არც არანაირი კარგის აღარ მჯერა ხოლმე, ამდენ საზიზღრობას რომ ვუყურებ! და თან ვისგან? ჩემი ქვეყნის შვილისგან!
საზიზღარი ხალხის გარშემო ვცხოვრობთ! პოტენციური მკვლელების ირგვლივ! სულაც აღარ მეამაყება ჩემი ქვეყნის ხალხი! მრცხვენია ყველა ნაბიჯზე!"
თეკლ ჟვანია
2199
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?