"ყველაფერი ძუძუ ჰგონია და ზოგადად, ძალიან ღორმუცელაა" გურამ შეროზიას შვილის დაბადება საყოველთაოდ განიხილებოდა სოციალურ სივრცეში. ჯერ ცოლის ორსულობით გაახარა გურამმა გულშემატკივრები, შემდეგ - ექოსკოპიებით, ბოლო თვეებში კი აქტუალური იყო ბავშვის ამქვეყნად მოვლენის საკითხი, რადგან ორსულობის ვადა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა.
რამდენიმე დღის წინ, "კეთილი ინება" დედიკოს მუცელში მშვიდად მყოფმა პატარამ და ქვეყნიერებას მოევლინა. დედა და პატარა გოგონა უკვე სამშობიაროდან სახლში დაბრუნდნენ. მამამ, დეიდასთან გვანცა ჯოხარიძესთან ერთად რამდენიმე დღის ელენას სადღესასწაულო დახვედრა მოუწყო, პირველი ფოტოსესიაც მოაწყვეს, მაგრამ გავრცელებული ტრენდის მიხედვით, ფოტოებზე ახალშობილის სახე არ ჩანს.
პირველ ფოტოსესიას, რომელშიც მონაწილეობდნენ გურამი, მისი ქალიშვილი, ცოლისდა გვანცა ჯოხარიძე და მისი მეუღლის - ხატია ჯოხარიძის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, პოსტიც მიუძღვნა:
"პირველი მამაშვილური ფოტოები.
ანუ, მობრძანდა პატარა გოგო სახლში, მშვიდია და საყვარელი, იღვიძებს მხოლოდ მაშინ, როცა შია, როცა ესაუბრები გისმენს...
თუ აკოცებ - ტუჩებს მოგაჭამს, ყველაფერი ძუძუ ჰგონია და ზოგადად, ძალიან ღორმუცელაა."
თეკლა ჟვანია