3 შვილის დედა ტუჩების გადიდებას ცდილობდა... კოსმეტოლოგთან სახლში ვიზიტის შემდეგ, 24-წლის ინგლისელი, 3 შვილის დედა იძულებული გახდა გამოეძახებინა სასწრაფო. "ჩემი ტუჩები სოსისს დაემსგავსა ინიექციის შემდგომ. გამისივდა მთელი სახე, თვალები. საკუთარ შვილებს ეშინოდათ ჩემი!"
ლეონას იმედი აქვს მიიღებს კომპენსაციას კოსმეტოლოგისგან, რომელმაც ინიექცია გაუკეთა.
"მან დაარღვია პროცედურის წესები: არ ამიხსნა იმ თანხმობის ტექსტის შინაარსი, რაზეც ხელი მომაწერინა; არ გაიკეთა ხელთათმანები და გამოიყენა არასტერილური ნემსი; ის ნემსს მიკეთებდა ერთი მხრიდან და ამიტომ სახე მომეღრიცა. ვტიროდი ტკივილისაგან, ის კი მეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო".
ლეონას ადრეც უსარგებლია კოსმეტოლოგის მომსახურებით, მაგრამ ეს იყო მისი პირველი ვიზიტი კოსმეტოლოგთან სახლის პირობებში. ის ამბობს, რომ სპეციალისტის რეკლამა სანდოობას იწვევდა. მას ძალიან აქებდნენ სხვადასხვა ფორუმებზე.
კოსმეტოლოგი არ თვლის თავს დამნაშავედ.
"მოუსმინეთ, ის ხომ გამოცდილი პაციენტია, მას უკვე რამდენიმეჯერ ჩაუტარებია ასეთი პროცედურა. მან წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი პროცედურაზე თანხმობას. თუ მე მართლა გამოვიყენე არასტერილური ნემსი, ვინ შეუშალა ხელი იმაში, რომ შევეჩერებინე? აზრადაც არ მომივა პაციენტს რაიმე ვავნო. პროცედურის დროს აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელის გაკეთება და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენე.
მისი ტუჩები შევსებულია თანაბრად და არა მხოლოდ ერთი მხრიდან. თვალები და სახე გასიებული არ აქვს. ის, რომ შედეგი არ მოეწონა, სხვა ამბავია. მას თვითონ უნდოდა დიდი ტუჩები და მიიღო კიდეც".
ვინ არის ამ დავაში მართალი, სასამართლო დაადგენს.