დაახლოებით თვენახვრის წინ, თამუნა მუსერიძე მეორე შვილის დედა გახდა. დაახლოებით თვენახვრის წინ, თამუნა მუსერიძე მეორე შვილის დედა გახდა. ორსულობისას საკმაოდ მოიმატა წონაში და ეს საკითხი ძალიან აღელვებდა. ამიტომ როგორც თავად ამბობს "სასიკვდილო დიეტას" მიმართა, რის შედეგადაც 1 თვეში 16 კილო დაიკლო.
ბუნებრივია, გაჩნდა ინტერესი დიეტის შესახებ, ეტყობა თამუნასაც ბევრი წერდა ამის თაობაზე და ამიტომ გადაწყვიტა მისი წონაში კლების საიდუმლო გაესაჯაროვებინა.
გთავაზობთ, თამუნას დიეტას:
დილით
1 ც. კვერცხი
ან 1 ნაჭერი ყველი
11-12 საათზე
2 ფორთოხალი
ან 2 ვაშლი
ან 2 ატამი
3 საათზე
150 გრ. მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნჭერი მჭადი, 1 ნაჭერი ყველი
საღამოს
1 იოგურტი
ან 0.5 ხილი
როგორც გაირკვა, ამ დიეტის დაცვა ლაქტაციის დროსაც შეიძლება, კომენტარებში, სადაც თამუნას კითხვა ამ თემაზე დაუსვეს, ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ შემდეგი პასუხი გასცა: "რა თქმა უნდა შეიძლება, დიეტა ეს არის სწორი კვება და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება კი არადა აუცილებელიც არის"
მსახიობი ნინო მუმლაძე კი დიეტის შემადგენლობასთან დაკაშვირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და წერს: "აშკარად არ არის პროფესიონალის მიერ შედგენილი: ხილი და მითუმეტეს ტკბილი (იოგურტი) ადამიანმა დილის ან მაქსიმუმ დღის საათებში უნდა მიიღოს, ჭადი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსანელებელი პროდუქტია და დიეტაზე მყოფ გამოფიტულ ორგანიზმს გაუჭირდება მისი მონელება, ჭადის ნაცვლად უმჯობესია ხორცთან ბოსტნეულის მიღება, რომელიც ვიტამნების და მცირე კალორაჟის გამო ნებისმირ დიეტაში ინიშნება, აქ კი ნახსენებიც არაა... მოკლედ დაკლებით რა თქმა უნდა დაიკლებთ, რადგან დაბალი კალორაჟია ჩამოთვლილი, თუმცა არა ჯანსაღად, ამაში ნებისმიერი ენდოკრინოლოგი დამეთანხმება. ისიც გაითვალისწინეთ რომ კალორიების რაოდენობა... ყოველ ორგანიზმს ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოთ, როგორც თავად დიეტა, ამიტომ რა გითხრათ, არ გირჩევთ რა... საერთოდ არასწორია სხვისი დიეტის გამოყენება, უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალ ენდოკრინოლოგს, ისე საღამოს კარგია ბოსტნეული, შეიძლება ბოსტნეულის წვნიანი, თუნდაც ფხალი, კარგია ასევე მოხარშული კვერცხის ცილა, 2 კვერცხის ცილაც შეიძლება (გული ცარიელი ცხიმია და კარგს არაფერს შეიცავს)"
თეკლა ჟვანია