მამა ადგილზე დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ჩაქვის შემოვლით გზაზე. ავარიის დროს მანქანაში ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამა და მისი ორი ტყუპი, ექვსი თვის ჩვილები დაიღუპნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით მამა ადგილზე დაიღუპა, ჩვილები კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მერი ბლიაძე