შეგახსენებთ, რომ ავარიის დროს მანქანაში მყოფი ერთი ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი - ორი 6 თვის ტყუპი და 24 წლის მამა გარდაიცვალა, ხოლო ბავშვების დედა და ბებია დაშავდა. ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.