"გამწარდა, არც ქმარი, არც შვილები, ვაი, თეო, შენც რა ბედის შეიქენი. ღმერთმა ბედნიერება არ გარგო" როგორც იცის ჩვენმა მკითხველმა, ჩაქვში მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან 24 წლის მიმო ივანიაძე და მისი 6 თვის ტყუპი ქალიშვილი - სესილი და ნიაკო. ავარიის დროს დაშავდნენ ასევე ბავშვების დედა თეონა იაკობიძე და ბებია, რომლებიც გადარჩნენ და ბათუმის დედათა და ბავშვთა რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ახლობლები გამოთქვამდნენ წუხილს ამ ტრაგიკული ამბის გამო:
"ნეტა საერთოდ არ მცოდნოდა ეს ლამაზი ოჯახი, ისეთი ბედნიერები იყვნენ, რატომ, რატომ მოხდა ასე, ძალიან გული მტკივა, სიტყვები ზედმეტია ამხელა ტრაგედიის მერე... თეოს ღმერთმა გამძლეობა მისცეს. ვერავინ ვერაფრით ვერ ანუგეშებს ამ დიდ ტკივილს, უფალმა გაანათლოს მათი სულები..."
"ყველაზე ტკბილო, თბილო, მოსიყვარულევ! ეს ისეთი სიმწარეა, ენით რომ ვერ აღწერ!! მიყვარხარ!!! დაჯერება არ მინდა!! როგორ მოასწარი ასეთ პატარა ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვება! გული და სული მეწვის! უფალს ებარებოდეთ!"
"ვაიმე, მიმო, ვერ გინელებ, ბიჭო. ჩემს შვილებში არ გარჩევდი, ერთი ოჯახი ვიყავით ჭირსა და ლხინში. ერთად დაიზარდეთ ჩვენი უბნის შვილებთან. ელიზა რითი ვანუგეშოთ, ობლებს თავს დაგტრიალებდათ, უმამობა რომ არ გეგრძნოთ. ღმერთო, უფალო, მიეცი გამძლეობა. რატო გაამწარე ისევ ეს ოჯახი, რატო? შენი თეო ხომ ძალიან გიყვარდა. გამწარდა, არც ქმარი, არც შვილები, ვაი, თეო, შენც რა ბედის შეიქენი. ღმერთმა ბედნიერება არ გარგო".
"თქვენ როგორ ელოდით ამ პატარებს, როგორ იბრძოლეთ... მაგრამ... აქ უკვე სიტყვებიც კი ზედმეტია... ნეტავ ეს არ გამეგოო... მტკივა ძალიან... ნათელი სანთელი მათ სულებს..."