"ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქიავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა"
"მიმი ბავშვების გამო ისე ღელავდა, გოგონები სავადმყოფოდან რომ გამოიყვანეს, სულ ჩახუტებული დაჰყავდა"
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:
- უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებდნენ ერთმანეთს, რა სასოებით ელოდნენ ამ ბავშვებს, რა დიდხანს არჩევდნენ მათ სახელებს - სესილისა და ნინის... ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გაქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქიავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა. ავტოკატასტროფისას კი საჭესთან გარდაცვლილი ჩვილების მამა იჯდა.
- მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები - ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი. მერაბს ბათუმიდან, საკუთარი სახლიდან სიძე-ქალიშვილი და შვილიშვილები სოფელში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ ლაითურში მიჰყავდა დასასვენებლად. ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდარა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია, ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს...
- ბავშვების დედა როგორ არის?
- ფიზიკურად თითქოს არა უშავს, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ. განაგრძეთ კითხვა
"როგორ ელოდით ამ პატარებს, როგორ იბრძოლეთ... მაგრამ" - რას წერენ გარდაცვლილი მამა-შვილის როგორია ქობულეთი-ბათუმის გზაზე დაშავებული დედისა და ბებიის მდგომარეობა