ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო როგორც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი წერს, შემთხვევა ბათუმის აეროპორტში მოხდა:
"ახალი სიცოცხლე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თვითმფრინავის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე!"