წყვილმა პატარა ილია ბებოსთან ერთად გაუშვა დასასვენებლად დასრულდა „იქს ფაქტორი" და დამღლელი, დაძაბული სამუშაოს შემდეგ შოუს ერთ-ერთი წამყვანი რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, განსატვირთად ესპანეთში გაემგზავრა. წყვილმა პატარა ილია ბებოსთან ერთად გაუშვა დასასვენებლად და თვითონ დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყვეს, ტრადიციული ფოტოც გადაიღეს და მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარეს. როგორც მსახიობმა ჩვენს საიტთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უკვე შვილთან ერთად აპირებს მშობლიურ კურორტებზე დასვენებას.
თეკლა ჟვანია