ცნობილი ფოტოგრაფი იარაჯულების შეჭირვებული ოჯახის გადასარჩენად საზოგადოების დახმარებას ითხოვს "მეგობრებო ჩამოვედი თიანეთიდან. მე ასეთი საშინელი სურათი არასოდეს მინახავს. ბავშვები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ფაქტობრივად - ბოსელში. ყველა ერთ დიდ ოთახში ცხოვრობს, სადაც შარდის და ნესტის სუნია, ყარს იქაურობა! საშინელი გაჭირვებაა, ჭუჭყი და გაუსაძლისი პირობები.
ეს საცოდავი მამა, ასაკშია, ვეღარ აუდის ამდენ საქმეს და პრობლემას.
დედა თავში სიმსივნე გაუჩნდა და ოპერაციის მერე ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სრულიად გათიშულია... მამამ შემომჩივლა, ხან ფსიქიატრიულში მიწევს სირბილი, ხან ონკოლოგიურშიო... წამლები, საჭმელი, ელემენტარული პირობები მუდმივად ესაჭიროებათ. მაგრამ ეს სახლი არის რაღაცა კატასტროფა!
ცოტაც და ჩამოენგრევათ ეს ოთახი... არა ფანჯრები, არა ტუალეტი, არა იატაკი... ამ სუნში ძინავთ ბავშვებს. რომ ჩავედით, აღმოჩნდა, რომ სამი ძროხა აჩუქეს კეთილმა ადამიანებმა, ქათმებიც... ამიტომაც ჩვენ ძროხა აღარ ვუყიდეთ, ამ კაცს დავუტოვეთ ცოტა ფული და დანარჩენი გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ ანგარიში და იქ დავდო. იქნებ ჩავრთოთ რამე სამშენებლო კომპანიები და ამ საცოდავ ოჯახს ორი ოთახი მივუშენოთ...
გავხსნი ცალკე ანგარიშს ამ ოჯახის სახელზე და ამ თანხას დავდებ იქ.
გასაკეთებელია ნახაზები და გასარკვევია, რომელი კომპანია შეძლებს დახმარებას"... - ეს პოსტი ფოტოგრაფმა მარი ნაკანი-მამასახლისმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტოებთან და ვიდეოსთან ერთად... მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება გულთან მიიტანს ამ ოჯახის ამბავს და დაეხმარება.
მარი ნაკანი-მამასახლისი:
- გადაწყდა, რომ ამ გაჭირვებულ ოჯახს სახლი ავუშენოთ. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, არის საშიშროება, რომ ბავშვები ზამთარში გაიყინონ ან ტუბერკულოზით გარდაიცვალონ. იმ პირობებში, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ დაუშვებელია მათი გაჩერება! ერთად ყვლაფერს შევძლებთ... გაუსაძლის სიბინძურეში ცხოვრობენ, ვცდილობ მუნიციპალიტეტი ჩავრთო, მშენებლობის უფლება რომ მოგვცენ. ყველაფერს დამტკიცება ჭირდება - პროექტს, მშენებოლობას... დრო კი ბევრი აღარ დარჩა ზამთრამდე...
ანგარიშის ნომერი:
TBC bank
GE51TB7126845063600008
მანანა გაბრიჭიძე