" გააჩენენ შვილებს, მერე აღმოაჩენენ, რომ თურმე ძნელია, მერე გადაიხვეწებიან სადღაც ამ ბავშვების “უკეთესი მომავლისთვის” სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დემოგრაფიულ საკითხს შეეხნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა სოლიკო დარდიანიძემ ხალხს შესთავაზა ახალი პროგრამა - ყოველ მეექვსე და შემდეგ ბავშვზე 100 ათასი ლარი, მეათეზე კი - მილიონი. ეს "საჩუქარი" საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა არა მხოლოდ 5-შვილიანი ნინასთვის, რომელიც ქმრის იდეას დათანხმდა და გადაწყვიტა, 10 შვილი გააჩინოს, არამედ ბაქარის დისა და სიძისთვისაც. გუშინდელ სერიაში სწორედ ამ საკითხის გამო წაეჩხუბნენ ერთმანეთს ბაქარი და მისი და, შემდეგ კი თემა სოციალურ ქსელში გაიშალა და ინტერნეტმომხმარებლები მრავალშვილიანობისა და ანგარებით შვილების გაჩენის შესახებ გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს:
"ძალიან სწორად არის აქცენტი დასმული ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემაზე. შვილის გაჩენა უდიდესი პასუხისმგებლობაა, თვითონ ბავშვების წინაშე, ასე უაზროდ რამდენი აჩენს ბავშვს და შემდეგ ეს ბავშვები განწირული არიან სიღარიბისთვის, უსწავლელობისთვის და მილიონი პრობლემისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა უაზროდ გადადგა ნაბიჯები. ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა. შვილების აღზრდას უდიდესი რესურსი სჭირდება, როგორც ფინანსური, ასევე ფსიქოლოგიური. ასე უაზროდ გააჩენენ შვილებს, მერე აღმოაჩენენ, რომ თურმე ძნელია, მერე გადაიხვეწებიან სადღაც ამ ბავშვების “უკეთესი მომავლისთვის” და კიდევ უფრო დიდი ტკივილისთვის იმეტებენ, რასაც მშობლის მინატრება ჰქვია. მოკლედ რაღაც ემოციებს და ინსტინქტებს აყოლილი უაზრო ქცევები, რომლებიც მომავალში საშიშ შედეგებს დებს. მაგრამ დადგებიან და მთავრობას დააბრალებენ ამ უაზრო საქციელებს. გადაბრალება და დამნაშავის სხვაგან ძებნა ყველაზე ადვილია".
"სრული სიმართლეა. ბავშვი უფლის სასწაულია, მაგრამ საოცრად დიდი პასუხისმგებლობაა შვილის აღზრდა. თავისით გაიზრდებიან, ვერც გაიგებ როგორ გავა წლებიო - ბევრი რომ ამბობს, აშკარად ვერ არიან რიგზე. ზუსტადაც ეგ არ მინდა. მინდა ჩემი შვილების ცხოვრების ყველა წამი და წუთი განვიცადო და დავიმახსოვრო".
"რატომ გიკვირთ, ხალხო? ქართველი ქალის დანიშნულება ისტორიულად ოჯახის მოვლა და შვილების გაჩენა იყო, სხვა ფუნქცია ქართველ ქალს არც არასდროს არ ჰქონია და ამიტომაც ააქვთ ასეთი "ფსიქიკა"!"
"ნინა და დათო არაფრით განსხვავდებიან მეტროში მოსიარულე ციგანი მათხოვრებისგან, ფულის გამო ყოველ წელს ბავშვებს რომ აჩენენ და აუბედურებენ".
"რეალურად რომ შემოიტანონ ეგ კანონი, მგონი ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ დემოგრაფიულ პრობლემას, ისეთი ხარბი ერი ვართ".
"ნინა ერთი უტვინო, ყველაფრით უკმაყოფილო ცოლის იდეალური სახეა. ინკუბატორია, დიახ, და სხვა რამე ღირებული გააკეთა? შვილების აღზრდააა და მუდამ წუწუნებს, რომ დაიღალა, ქმარია და გაუთავებლად ეწუწუნება. მუშაობაა და ვერსად ვერ იპოვა მისი თავი, ერთი აუტანელი პერსონაჟია რა... ყოჩაღ ბაქარს და ნინა ბიცოლა კი არა, კაპიკი არ უნდა მისცეს მაგათ".