ზაფხულის ცხელ დღეებს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქართველი ატარებს თურქეთის სანაპიროზე. ზაფხულის ცხელ დღეებს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქართველი ატარებს თურქეთის სანაპიროზე. თურქეთში დასვენება აირჩიეს თბილისელმა დებმა თეა და ნინა ქურციკაძეებმაც, თუმცა ეს დასვენება მათთვის ტრაგიკულად დასრულდა. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთ დას, თეას ობობა ტარანტულმა უკბინა, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა. დეტალების გასარკვევად, AMBEBI.GE მომღერალ თამთა ჭელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თამთა ჭელიძე:
- თეა და ნინა დედაჩემის მეგობრის შვილები არიან. არაჩვეულებრივი გოგონები არიან, ნინამ ტორონტოში დაამთავრა სასწავლებელი, თეა კი უკრაინაში სწავლობდა. დასასვენებლად იყვნენ თურქეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, სადაც თეას ობობამ უკბინა, შრატი არ გაიკეთა და გარდაიცვალა.