შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი გამოცდილი ჰქონია მანჩოს დედასაც სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი შვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი, შეიძლება ითქვას, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. არ გამოდიოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არ აქტიურობდა სოციალურ ქსელში. მისი ერთადერთი ვაჟი, 22 წლის სანდრო ქოიავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ჯერ ითქვა, რომ აეროპროტის საპირფარეშოში იპოვნეს სანდრო გარდაცვლილი, მერე გავრცლედა ხმა, რომ ღამის კლუბში ნახეს დაღუპული.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა, მანჩომ გარკვეული დროის შემდეგ, როცა „ფეისბუქს“ სანდროს ფოტოებითა და მის შესახებ დაწერილი პოსტებით დაუბრუნდა, ნაწილობრივ ახადა ფარდა მომხდარს. მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა სანდროს მსუბუქ ნარკოტიკებთან დამოკიდებულებაზე, ზოგადად, მარიხუანით გამოწვეულ სავალალო შედეგებზე და მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ რამენაირად დაეცვათ ახალგაზრდები ამ საშინელების გასიჯვისგანაც კი, მაშინ როცა ეს „გასინჯვა“ ძალიან მიღებული და თითქმის „აუცილებელი“ ფაქტია, რასაც ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულებამდე მივყავართ.
შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი გამოცდილი ჰქონია მანჩოს დედასაც, რომელსაც ქალიშვილი ჰყავს დაღუპული. მანჩო სწორედ ამ თემას შეეხო, როცა დედასთან ერთად, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„მე და ჩემი დარდიანი დედიკო.... 5 წელი იყო გასული ჩემი დის გარდაცვალებიდან, როდესაც პირველად დავითანხმე, რომ კონცერტზე წამომყოლოდა.. დიდი მადლობა ნანა გოთუას, ხალხური შემოქმედეების და საგალობლების სასწაული ფესტივალი მოაწყო...
ამ დროს, მე, ჯერ კიდევ ბედნიერი დედა ვიყავი და დედაჩემს ვეჩხუბებოდი, შავები გაიხადემეთქი... არადა დღეს, მე თვითონ, ვერც კი წარმომიდგენია, თუ ოდესმე გავიხდი შავებს.... ალბათ არასდროს...“
თეკლა ჟვანია