"უამრავი მძიმე შემთხვევა მინახავს, მაგრამ თამილას მდგომარეობა ყველაზე განსაკუთრებულია" გვესაუბრება საქველმოქმედო ფონდ "იალქანის" ხელმძღვანელი თაკო აბაშიძე:
- უკვე ოთხი წელია, საქველმოქმედო ფონდში ვარ, უამრავი მძიმე შემთხვევა მინახავს, მაგრამ თამილას მდგომარეობა ყველაზე განსაკუთრებულია! ასეთი ტრაგიკული ისტორია ჯერ არ მსმენია!
29 წლის თამილა მეუღლესთან და შვილთან ერთად ნაქირავებ, ოც კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობს და ამაში 150 ლარს იხდის. სოციალური დახმარება რამდენჯერმე შეუჩერეს და ახლახან ისევ აღუდგინეს. მას ძალიან უჭირს და დამხმარეც არავინ ჰყავს... თამილას ექვსი წლის წინ, გათხოვებიდან ერთ თვეში გაურკვეველი ფორმის გულყრა დაეწყო. საქართველოში იმყოფებოდა ბევრს ცნობილ ნევროლოგთან, გამოიკვლიეს და ყველა ამბობს, რომ ეს ეპილეფსია არ არის. ზოგჯერ ქუჩაში გადაადგილების დროსაც კი ეძინება და ამიტომაც თავის პატარა შვილთან მარტო ვერ რჩება. იყო შემთხვევა, რომ ჩაეძინა და ავტომობილი დაეჯახა... ვინაიდან საქართველოში ვერ დაადგინეს, რა დაავადება სჭირს, ყველა ექიმი ურჩევს, თურქეთში წავიდეს და გამოკვლევები ჩაიტაროს. თურქეთში გამოკვლევები ხუთი ათასი დოლარიდან შვიდი ათას დოლარამდე ჯდება... ყველას ვთხოვ, გულთან ახლოს მივიტანოთ თამილას გასაჭირი. მან აცრემლებულმა მითხრა, არასოდეს არაფერი არ მქონია, ცხოვრებაში არ გამიმართლა, მაგრამ არ მეგონა, ჯანმრთელობაც თუ აღარ მექნებოდა, უფალს ვთხოვ, შვილი გავზარდო, როგორც ნორმალურმა დედამო... ამ წუთას იმდენად ხშირად კარგავს გონს დღის განმავლობაში, რომ შეიძლება ისიც კი ვერ გაიხსენოს, ბავშვი რომ საბავშვო ბაღიდან ჰყავს გამოსაყვანი. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მის მეუღლეს დიაბეტი დაემართა. იგი თამილას მარტო ვერ ტოვებს, რადგან თამილას დამოუკიდებლად ქუჩის გადაჭრაც კი არ შეუძლია. არავინ იცის, როდის ჩაეძინება და რა საფრთხე შეექმნება თვითონაც და ბავშვსაც... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დაეხმარება და თამილას შვილის გაზრდის საშუალება მიეცემა!
თანხის ჩარიცხვის მსურევლებისთვსიქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება
იურიდიული პირი
პირადი ნომერი 61004014867
დაბადების თარიღი 03.10.1982
ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი, რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში #GE12TB7990736080100007
$-დოლარში #GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002
მანანა გაბრიჭიძე