"სკოლაში სწავლის პერიოდში ბევრს ჩემი ბებია ეგონა, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდა..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მოგონება
"სკოლაში სწავლის პერიოდში ბევრს ჩემი ბებია ეგონა, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდა..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მოგონება
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, ხშირად უძღვნის მას ემოციურ წერილებს. ეს ერთ-ერთი მათგანია:

"ყოველთვის წუხდა რომ დიდი ასაკობრივი ინტერვალი იყო ჩვენს შორის, არამც და არამც არ მიმხელდა დაბადების წელს, სკოლაში სწავლის პერიოდში ბევრს ჩემი ბებია ეგონა, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდა... ცხოვრების გზაზე გამოვლილი სირთულეების და არასრულყოფილი ჯანმრთელობის გამო ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ დიდ ხანს ვერ შეძლებდა ჩემთან ერთად ყოფნას... არასდროს მაქებდა, მამხნევებდა, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულებით ჩემი
პატარ-პატარა სიზარმაცეების გამო, თუმცა მერე არაერთხელ მსმენია, რომ ზურგს უკან გამოხატავდა სიამაყეს და უცხო საზოგადოებაში მოკრძალებით მაინც აღნიშნავდა რომ დედაჩემი იყო...
ხოდა დამიბარა, რომ საფლავის ქვას არ დავაწერო მისი დაბადების და გარდაცვალების წლები, ამბობდა, რომ 1938 წელს მოევლინა ქვეყნიერებას (თუმცა გარდაცვალების შემდეგ დოკუმენტებში აღმოვაჩინე, რომ ჩემთან სამ წელს იკლებდა... ჰოდა რადგან მას ასე უხაროდა და ასე უნდოდა დღეს მისი განსაკუთრებული დაბადების დღე გამოდის, მრგვალი თარიღი, 80 წელი! ჰოდა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად ვულოცავ იუბილეს... ჯერჯერობით მთავარი რამდენიმე ნატვრა ვერ ავუსრულე, ამიტომ ვუსურვებ სწორედ იმ სურვილების ახდენას, რაზეც ოცნებობდა. საჯაროდ, თქვენს წინაშე ვპირდები..."
4905
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
nino
0
როგორ მომწონს ეს ბიჭი, მიყვარს ადამიანი დედის ამაგს რომ აფასებს :) მეც უზომოდ მიყვარს ჩემი დედა. გისურვებ წარმატებებს :)
15:28 / 19-07-2018
status quo
1
შენმა დედაშვილურმა ურთიერთობამ კარგი კუთხით დაგვანახა შენი თავი,გაიხარე...
09:40 / 19-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?