პრეზიდენტს ორი შვილი ჰყავს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ფეხბურთელების გარდა ასევე ძალიან აქტუალური იყო ხორვატიის პრეზიდენტი, რომელიც გულმხრუვალედ ქომაგობდა თავისი ქვეყნის გუნდს, ფინალში კი მისმა კეთილგანწყობამ ყველა ფეხბურთელის მიმართ და მამაკაცების მისადმი დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო გაამძაფრა ამ ქალბატონის მიმართ ინტერესი.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 50 წლისაა. უბრალო ოჯახშია დაბადებული. ამბობენ, რომ დაბადებამდე მშობლებმა სახელად ქსენია შეურჩიეს, მაგრამ მას მერე, რაც სამშობიაროს ფანჯრებთან მამამისმა იმ დროის ცნობილი იუგოსლავიური სიმღერა "კოლინდა" იმღერა მთელი ხმით, ბავშვსაც სახელად კოლინდა შეურჩიეს.
სკოლაში ფრიადოსანი იყო და გაცვლითი პროგრამით, 17 წლისა ამერიკაში მოხვდა, სადაც 1986 წელს ლოს-ალამოსის სკოლა დაამთავრა.
ამბობს, რომ ბავშვობა სტიუარდესობაზე ან თარჯიმნობაზე ოცნებობდა, თუმცა 1993 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტში. 2000 წელს დაამთავრა მაგისტყრატურა, ოღონდ უკვე პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და დიპლომიც საბჭოთა კავშირისა და ამერიკის ურთიერთობებს მიუძღვნა.
შემდეგ უკვე აეწყო მისი კარიერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქიდან - მინისტრის მოადგილე გახდა, 1997 წელს კანადაში ხორვატიის ელჩის მრჩევლად გაუშვეს. 2003 წელს ხორვატიის პარლამენტის დეპუტატი გახდა და იმავე წელს ჩაუდგა სათავეში ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს. 2008 წელს აშშ-ში ხორვატიის ელჩი გახდა, შემდეგ ნატოს შტაბ-ბინაში მოსინჯა ძალები, 2015 წლიდან კი ხორვატიის პრეზიდენტია.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი მეუღლე იაკობ კიტაროვიჩია, რომელსაც სტუდენტობიდან დაუმეგობრდა. ორი შვილი ჰყავს - კატარინა და ლუკა.
თავის ქვეყანაში ძალიან უყვართ, კეთილგაწყობილი და მებრძოლი ხასიათის გამო. ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბითაც შეიძინა თაყვანისმცემლები.