22 წლის მარიამ წურწუმია ჯერ არც დაუკრძალავთ საზარელ ავარიებს ჩვენს ქვეყანაში ბოლო არ უჩანს. უბედურმა შემთხვევებმა უამრავი ოჯახი გაანადგურა. ამჯერად კიდევ ერთი ახალგაზრდა და ლამაზი სიცოცხლე იმსხვერპლა ავარიამ - 22 წლის მარიამ წურწუმია ჯერ არც დაუკრძალავთ. მას გლდანში, ზებრაზე გასასვლისას მანქანა დაეჯახა. საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა.
შემთხვევა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გოგონას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ფეხით გზაზე გადადიოდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ამ ტრაგიკულმა შემთხვამ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი შეძრა.
„როგორ გვატკინე გული მარი, ჩემი ლამაზი გოგო... რით ვანუგეშოთ შენი დედა“
„რა ამბავია ამდენი ახალგაზრდების ტრაგედია? გასკდა გული, სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა უფალმა გაანათლოს მისი ლამაზი სული, გამძლეობა მისცეს მის ოჯახს მწარე ტკივილია...“ - მსგავსი კომენტარები მარიამს ფოტოს უამრავი აქვს.
მარიამს მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა და იქედან ეხმარებოდა შვილს.