პოზიტიური საქმის კეთებას ვუძღვნი ჩემს მეორე სიცოცხლეს დაახლოებით ერთი თვის წინ, მომღერალი ირაკლი ნოზაძე წერეთლის გამზირზე გოგონამ დაჭრა. სერიოზული ქირურგიული ჩარევის შედეგად, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულა, პიკასო საავადმყოფოდან გამოწერეს, დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ინციდენტის შემდეგ, უკვე დღეს, ირაკლიმ პირველად გამოაქვეყნა მის ირგვლივ დატრიალებული ამბების შემაჯამებლი სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გამარჯობა!
დიდად არ გამოვირჩევი სტატუსებისა და პოსტების წერით და გამოქვეყნებით, მაგრამ ეს აუცილელად უნდა გაგიზიაროთ, ჩემო კარგებო.
როდესაც ადამიანი ისეთ განსაცდელს გადაიტანს, როგორის გადატანაც მე მომიწია, მერე ყველაფერს სხვაგვარად უყურებს და აფასებს.
რადგან ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, უფლის წყალობით, სიცოცხლის გაგრძელებით დასრულდა, არ ვაპირებ დროის დაკარგვას ცუდ ფიქრებზე და მხოლოდ სიკეთეზე და პოზიტიური საქმის კეთებას ვუძღვნი ჩემს მეორე სიცოცხლეს!
უამრავი მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის!
ძალიან თბილები ხართ და ეს მაბედნიერებს.
მადლობა იმ ზღვა ხალხს, ვინც საავადმყოფოს ეზოში საათობით იყავით ჩემი ამბის გასაგებად!
მადლობა იმ მედ-პერსონალს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და სიცოცხლისკენ მომაბრუნეს!
მადლობა ჩემ ბიჭებს, (ქუჩის ბიჭებს), რომლებიც ერთი წამით მარტო არ მტოვებდნენ და ერთმანეთს მორიგეობით ცვლიდნენ, რომ მე მარტო არ დავრჩენილიყავი!
ნახეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძის პატარა ქალიშვილი ინტერნეტს იპყრობს
ირაკლი ნოზაძის პატარა ქალიშვილი ინტერნეტს იპყრობს
ასეთი მეგობრობა შეკვეთით არ მოდის. ეს ღვთისაგან ბოძებული საჩუქარია!
დიდი მადლობა ჩემს მფარველ ანგელოზად ქცეულ გოგონას, რომელც მთელი ხელით ჭრილობაში იყო შემძვრალი და არტერია თითებით ეჭირა რომ სისხლისაგან არ დავცლილიყავი!
მადლობა ჩემს ოჯახს ჩემი აუტანელობის მიუხედავად, მაინც რომ ვუყვარვარ!
მადლობა ჩემს იაკოს. ზუსტად შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილის დედა და იცი, ეს რასაც ნიშნავს. მაბედნიერებ!
მადლობა ჩემ ლუკაჩოს. ბოლო წამს, სანამ გონებას დავკარგავდი, ჩემს წარმოსახვაში მიმეორებდი, რომ მააამ! ყველაფერი კარგად იქნება და არ შეშინდეო!
ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემმა ამბავმა შეაწუხა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს!
მადლობა მეუფე სერაფიმეს.
მადლობა მამა შალვას ამ მადლიანი ადგილისათვის, სადაც მის გარეშე ვერ მოვხვდებოდი!
და რა თქმა უნდა, მადლობა უფალს, რომ დღეს მე თქვნთან ვარ და მყავხართ!
მადლობა ნიაკოსათვის. ვუუუუიმეეეეე. მბურძგლავს ამ ადამიანის ყველაფერზე!
და ბოლოს!
მაპატიეთ ჩემი დაუნახავობა და უმადურობა!
მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება!
თქვენი
ირაკლი ნოზაძე.
(პიკასო)"
თეკლა ჟვანია