„ბუბა მასზე გიჟდება, ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს“ - ბუბა კიკაბიძე 80 წლის გახდა + ოჯახური ალბომი
„ბუბა მასზე გიჟდება, ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს“ - ბუბა კიკაბიძე 80 წლის გახდა + ოჯახური ალბომი
„ეს ის ადამიანია, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია! მაგალითია ჩემთვის ადამიანობის, გარკვეული არახისტი პრინციპულობის, ფასეულობების! დღეს ისეთი გახდა სამყარო და ისეთ ფაზაში შევედით, მართლაც ძალიან ბევრი ფასეულობა კვდება და ქრება... ამ დროს რომ გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ამაზე კარგი არაფერია!“ - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს 80 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავს...

- ბუბა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია! არის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც მამობა დროულად გამიწია! 7 წლის ასაკიდან მან გამზარდა... უბედნიერესი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ მე მყავდა უფანტასტიურესი მამა და ჩვენ
მეგობრებიც ვიყავით, მამა-შვილიც და ყველაფერიც, მაგრამ 7 წლიდან პარალელურად აბსოლუტურად ყველანაირად გვერდით ბუბა მედგა! მის ხელში გავიზარდე, ძალიან დიდი სამყარო მაჩუქა და ყველაფერი სიკეთე! ეს ის ადამიანია, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია! მაგალითია ჩემთვის ადამიანობის, გარკვეული არახისტი პრინციპულობის, ფასეულობების! დღეს ისეთი გახდა სამყარო და ისეთ ფაზაში შევედით, მართლაც ძალიან ბევრი ფასეულობა კვდება და ქრება... ამ დროს რომ გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ამაზე კარგი არაფერია! ბუბამ თავის რთული ცხოვრების მიუხედავად, ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია! დარჩა ისეთივე, როგორიც იყო. არაფერმა არ შეცვალა. ამხელა უზრმაზარმა აღიარებამ მასზე ცუდი გავლენა არ იქონია, პირიქით! ამიტომაც უყვარს ხალხს
განსაკუთრებულად! ასეთი და ბევრად უფრო ნაკლები აღიარების შემდეგ ხალხს სასწაულები ემართებათ... ბუბას შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ძალიან უბრალოა და მორცხვიც კი! როდესაც აქებენ , უხერხულადაც კი გრძობს თავს.

ნახეთ: როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

mshoblebi
ბუბა კიკაბიძე, მარინა საღარაძე და მარინას ვაჟიშვილი, მარჯვნივ - კოკა კიკაბიძე

- თქვენ ძმა გყავთ - კოკა კიკაბიძე... მამაკაცებისთვის გოგოები განსაკუთრებულად ძვირფასები არიან და ბატონი ბუბა თქვენ უფრო განებივრებდათ?

- ალბათ ზუსტად ეგ მომენტი იყო და იმედი მაქვს ეს დიდხანს გაგრძელდება... ჩემი უსაყვარლესი ძმა ახლა აქ არის, საერთოდ კი კანადაში ცხოვრობს. სამი-ოთხი თვით ჩამოდის წელიწადში. ჩვენ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ, სულ ერთმანეთზე ვზრუნავთ... ბუბა ძალიან ბედნიერია იმით, რომ ჩემი მხრიდანაც და კოკას მხრიდანაც უკვე შვილიშვილები ჰყავს. შვილთაშვილიც ჰყავს, ჩემი ბიჭის შვილი - ალექსანდრა. ვინაიდან მეც ბიჭი მყავს და კოკას შვილებიც ბიჭები არიან, ქალბატონი მხოლოდ ალექსანდრა გვყავს ჯერჯერობით და ბუბა მასზე გიჟდება. მთელი ყურადღება ალექსანდრაზეა ახლა.

mshoblebi
ბუბა და ალექსანდრა



mshoblebi
მეუღლესთან ერთად

- რას უსურვებთ ბატონ ბუბას?

- მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობას! მას სხვა არაფერი ჭირდება... აუცილებლად ჩვენთან ერთად დიდხანს, დიდხანს ყოფნა... არის რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ბუბას ერთი თვისებით გაოგნებას ვარ! მიუხედავად შერყეული ჯანმრთელობისა, დღესაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.. ახლახან დაამთავრა უკრაინაში გასტროლები და 25 დღეში ათი კონცერტი გამართა... არასოდეს კონცერტს არ გააცდენს და მე ვიცი, რომ ბუბა იქნება - ბუბა, როდესაც მას ექნება თავის მაყურებელთან შეხვედრის და სცენაზე გასვლის ბედნიერება! ეგ ბედნიერება დიდხანს არ მოშლილიყოს!

ნახეთ: როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

მანანა გაბრიჭიძე

13874
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მედეა
0
გილოცავთ იუბილეს.დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ
16:48 / 20-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?