შვილიშვილებიც ჰყავს და შვილთაშვილიც „ეს ის ადამიანია, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია! მაგალითია ჩემთვის ადამიანობის, გარკვეული არახისტი პრინციპულობის, ფასეულობების! დღეს ისეთი გახდა სამყარო და ისეთ ფაზაში შევედით, მართლაც ძალიან ბევრი ფასეულობა კვდება და ქრება... ამ დროს რომ გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ამაზე კარგი არაფერია!“ - მარინა საღარაძე ბუბა კიკაბიძეს 80 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავს...
- ბუბა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია! არის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც მამობა დროულად გამიწია! 7 წლის ასაკიდან მან გამზარდა... უბედნიერესი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ მე მყავდა უფანტასტიურესი მამა და ჩვენ მეგობრებიც ვიყავით, მამა-შვილიც და ყველაფერიც, მაგრამ 7 წლიდან პარალელურად აბსოლუტურად ყველანაირად გვერდით ბუბა მედგა! მის ხელში გავიზარდე, ძალიან დიდი სამყარო მაჩუქა და ყველაფერი სიკეთე! ეს ის ადამიანია, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია! მაგალითია ჩემთვის ადამიანობის, გარკვეული არახისტი პრინციპულობის, ფასეულობების! დღეს ისეთი გახდა სამყარო და ისეთ ფაზაში შევედით, მართლაც ძალიან ბევრი ფასეულობა კვდება და ქრება... ამ დროს რომ გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ამაზე კარგი არაფერია! ბუბამ თავის რთული ცხოვრების მიუხედავად, ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია! დარჩა ისეთივე, როგორიც იყო. არაფერმა არ შეცვალა. ამხელა უზრმაზარმა აღიარებამ მასზე ცუდი გავლენა არ იქონია, პირიქით! ამიტომაც უყვარს ხალხს განსაკუთრებულად! ასეთი და ბევრად უფრო ნაკლები აღიარების შემდეგ ხალხს სასწაულები ემართებათ... ბუბას შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ძალიან უბრალოა და მორცხვიც კი! როდესაც აქებენ , უხერხულადაც კი გრძობს თავს.
ნახეთ: როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები
ნახეთ: როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები
მანანა გაბრიჭიძე