როგორ გამოიყურებოდა თათია მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე 18 ივლისს დედა გახდა. მას და მის მეუღლეს ვაკო თურნავას ქალიშვილი - თაია ეყოლათ.
პატარა თაია ჩაჩავას კლინიკაში მოევლინა ქვეყანას, გუშინ კი უკვე დატოვა სამშობიარო დედასთან, მამასთან და ახლო ნათესავებთან ერთად. მეუღლე და ოჯახის წევრები ბუშტებითა და ყვავილებით შეეგებნენ დედა-შვილს.
იხილეთ ვიდეო, როგორ ტოვებს კლინიკას ახალბედა დედა
თათია დოლიძე სამშობიაროდან გაწერეს
სხვათა შორის, თათია მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიური იყო, მუშაობდა და ვარჯიშობდა კიდეც. 8 თვის ორსული საცურაო აუზზეც დადიოდა და იოგაზეც.