ერთ-ერთმა ულამაზესმა წყვილმა ჯვარი დაიწერა - ფეხმძიმე პატარძლის ფოტოები
ერთ-ერთმა ულამაზესმა წყვილმა ჯვარი დაიწერა - ფეხმძიმე პატარძლის ფოტოები
მოდელმა ანა ახვლედიანმა ჯერ კიდევ მაისში გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები საპატარძლო კაბით. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მან და მისმა მიჯნურმა გიორგი ბერაიამ იქორწინეს. თუმცა სავარაუდოდ, მაშინ მხოლოდ ფოტოსესია იყო, გუშინ კი წყვილმა საგურამოს ეკლესიაში დაიწერა ჯვარი.

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ფოტოგრაფი – ლიკა გაბუნია ავრცელებს...

ლიკა გაბუნია ჯვრისწერაზე გვიამბობს:
- მე ივენთ ფოტოგრაფი ვარ… ზუსტად 1 წელია აქტიურად ვიღებ ძირითადად ქორწილებს. საგურამოს ეკლესიაში ჯვრისწერას გადასაღებად ვიყავი ჩასული, ოღონდ
- არა ანასი. როცა გადაღებას მოვრჩით და ფოტოსესიაზე წასვლა დავაპირეთ, მაშინ შემოანათა ანამაც ტაძარში, გადავწყვიტე მათთვის ტელეფონით გადამეღო რამდენიმე კადრი, მერე გავედი, ძალიან მეჩქარებოდა, მელოდებოდნენ, თუმცა შევნიშნე რომ 2 წუთი კიდევ მქონდა დრო, მინდოდა ამ ულამაზესი წყვილისთვის კიდევ გადამეღო ფოტოები. ამიტომ შევბრუნდი უკან და ისევ გადავიღე რამდენიმე კადრი. როცა ფოტო ჩემს გვერდზე ავტვირთე და მათი მონიშვნა ვითხოვე, აღმოჩნდა, რომ ის ცნობილი მოდელი, ულამაზესი ანა ახვლედიანი იყო და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ მისთვის უფრო მეტი ფოტოების გადაღება ვერ მოვასწარი.
mshoblebi
mshoblebi

ანა და გიგი ბოლო ერთი წელია ხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნევიან.
mshoblebi
ანა და გიგი

mshoblebi

მანანა გაბრიჭიძე

24044
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
მეო
0
ა ბატონო ბუნებრიობა არ ჯობია ლამაზებიესენი არიან
12:23 / 22-03-2019
wow!
0
რომ იტყვიან ამ ბიჭის სილამაზემ თავად ანაც კი დაჩრდილა!
19:54 / 03-12-2018
მსგავსი სიახლეები
```