"მთავარია არა დროის პოვნა, როდის გააჩენთ შვილს, არამედ სათანადო პარტნიორის პოვნა..." ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი წელიწადზე მეტია, მშობლები გახდნენ. ლეა შარშან გაზაფხულზე დაიბადა. დრო და დრო პაპარაცები ახერხებენ მის გადაღებას, თუმცა ოფიციალურად მის ფოტოებს წყვილი არ აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ირინამ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა დედობამ. და ისიც უხარია, რომ 30 წლის შემდეგ გაუჩნდა შვილი.
- ძალიან მინდოდა, დედა გავმხდარიყავი. და არ მესმის საუბრები იმაზე, როდის არის მართებული გაჩენა და როდის არა. ჩემი აზრით, მთავარი ის კი არაა, როდის იპოვი იდეალურ, შესაფერებელ დროს ბავშვების გასაჩენად, არამედ ის, რომ პირველ რიგში, იდეალური პარტნიორი იპოვო. როცა ეს მოხდება - უკვე სხვა საქმეა, - ამბობს ირინა.
მოდელის თქმით, მის შემთხვევაში 31 წელი სწორედ იდალური მომენტია. ირინა ამბობს, რომ ცდილობს, მთელი თავისუფალი დრო ბავშვს დაუთმოს და ყოველთვის პოულობს ბალანსს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.
ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბრედლის დედა გლორიასთან და ბრედლიც შესანიშნავად ურთიერთობს ირინას დედასთან - ოლგასთან.