ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს ფილმში
ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს ფილმში
ახალგაზრდა ქართველი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის წარმატებამ ბევრი ჩვენი თანამემამულე გაახარა. ის რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ფილმის გადაღებები სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
mshoblebi
ირაკლი და ენტონი ჰოპკინსი

როგორც ცნობილია, ირაკლიმ პოპულარობა მოიპოვა რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან "მძევლები", რომელშიც გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ამ როლისთვისბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 

mshoblebi
"მძევლები"

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია და ცნობილი არქიტექტორის, "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.
mshoblebi
კახა ქორიძე და ირაკლი კვირიკაძე


მსახიობ ნინო ქორიძეს, რომალიც ამჟამად თორნიკე გოგრიჭიანის მეუღლეა, ირაკლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
mshoblebi
ნინო ქორიძე შვილებთან ერთად


ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. „აღარ შემეძლო
საქართველოში ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ.

იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.

გასულ ზაფხულს ირაკლი დაქორწინდა, მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე მახარაშვილია. ელენე მოდელია. ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის Urban Outfiters, Topshop.

mshoblebi
mshoblebi
2101
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი