ირაკლი კვირიკაძის ცნობილი წინაპრები და მშვენიერი რჩეული ახალგაზრდა ქართველი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის წარმატებამ ბევრი ჩვენი თანამემამულე გაახარა. ის რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ფილმის გადაღებები სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
როგორც ცნობილია, ირაკლიმ პოპულარობა მოიპოვა რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან "მძევლები", რომელშიც გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ამ როლისთვისბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია და ცნობილი არქიტექტორის, "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.
მსახიობ ნინო ქორიძეს, რომალიც ამჟამად თორნიკე გოგრიჭიანის მეუღლეა, ირაკლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. „აღარ შემეძლო საქართველოში ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ.
იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.
გასულ ზაფხულს ირაკლი დაქორწინდა, მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე მახარაშვილია. ელენე მოდელია. ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის Urban Outfiters, Topshop.