შვილმკვდარი მშობლები ამას "სიკვდილის ხაფანგს" ეძახიან
საქართველოში ყოველ წელს უამრავი ადამიანი იხრჩობა მდინარეებსა თუ ზღვებში. მათ შორის ბევრიო ახალგაზრდა და ბავშვიც...
წყლის ობიექტებზე არსებული ვითარება სტუდია "მონიტორმა" ფილმში - "სიკვდილის ზონები საქართველოში" ასახა.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ე.წ. საშიშ ზონებში, სადაც ბანაობა კატეგორიულად დაუშვებელია, მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია შესვლა. ადგილზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნები. არადა, ასეთი გამაფრთხილებელი ნიშნები რომ ყოფილიყო, შეიძლება რამდენიმე ოჯახს ცოცხალი ჰყოლოდა შვილი.
15 წლის - ნოდარ შამათავა, 18 წლის ალექსანდრე ბერიძე, 9 წლი გიორგი ძულიაშვილი, 17 წლის ვალერიან სანოძე, 15 წლის რომან სარქისიანი, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი... ამ სახელებს ის აერთიანებთ რომ ყველა მათგანი 20016-2017 წლებში თბილისის ზღვაზე დაიხჩო. მათგან ყველაზე უმცროსი 9 წლის იყო.... როგორც ცოტნე ცქიტიშვილის მამა – ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, თბილისის ზღვაზე, ყველაზე საშიშ ადგილზე, სადაც მისი შვილი დაიხრჩო, მავთულები გააბეს, მაგრამ იმდენად არაეფექტურად, რომ დღესაც იქ ნებიმიერი ბავშვი შეძლებს შესვლას... იმავე ადგილზე ცოტნე ცქიტიშვილის დაღუპვამდე ზუსტად ერთი წლის წინ ნოდარ შამათავა დაიხჩო.
ნოდარ შამათავას დედა, მაკა წიკლაური:
"იმ დროს ერთი მაშველი მაინც რომ ყოფილიყო იმ ადგილზე, ჩემი შვილი გადარჩებოდა... - სანაპიროზე ბევრი მაშველია, მაგრამ ეს ადგილი სანაპიროდან არ ჩანს. იმ შემთხვევის დროს სანაპირზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა".
"სიკვდილის ხაფანგი" - როგორც შვილმკვდარი მშობლები ამას ეძახიან თბილისის ზღვაზეა. აქ თბილისის ზღვას არაგვის შემავსებელი არხი უერთდება და ხელოვნურ ჩანჩქერს წარმოადგენს. ის, რომ იქ ბანაობა სარისკო იყო, ეს მშობლების თქმით, არც ნოდარ შამათავამ და არც ცოტნე ცქიტიშვილმა იცოდა. ახლა დამონტაჟებულია ბანერები, რომ იქ ბანაობა აკრძალულია, მაგრამ მშობლების თქმით, ეს საკმარისი არ არის. გზის მხრიდან ბანერები სრულიად შეუმჩნეველია! ტერიტორია დაუცველი! როგორც მეთევზე ამბობს, იქ დღესაც ბევრი ბავშვი ბანაობს და ამბობენ რომ არ ეშინიათ, რადგან შეჩვეულები არიან... თბილისის ზღვაზე დღემდე რჩება საშიში ადგილები, სადაც ბანაობა საფრთხისშემცველია დ აიმ ადგილებს არავინ აკონტროლებს!
განსაკუთრებით საშიში თბილისის ზღვაზე კიდევ ერთ ადგილას, მდინარე იორის შესართავთან, ეგრეთწოდებულ წყალსაცავ კოშკთანაა. 9 წლის გიორგი ძულიაშვილი აქ დედასთან ერთად ვარკეთილის დასახლებიდან გადავიდა ზაფხულის ცხელ დღეს. იქ ბანაობა რომ სახიფათო იყო, მათ არ იცოდნენ. 9 წლის გიორგი ნაპირთან ახლოს, დედის თვალწინ დაიხჩო. გიორგის დედამ საჯაროდ საუბარი ვერ შეძლო. მას ტრაგედიის დეტალები ბუნდოვნად ახსოვს. დღემდე არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ გაუჩინარდა მისი შვილი ზღვაში. როგორც უთხრეს, ბავშვს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ზუსტად იმ ადგილზე ორი კვირის შემდეგ 18 წლის ალექსანდრე ბერიძე დაიღუპა. იმავე ადგილას ერთი წლის შემდეგ 15 წლის – რომან სარქისიანი მშობლების თვალწინ დაიხჩო... ეგრეთწოდებულ წყალსაცავ კოშკთან დღესაც არ არის არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი და არც მაშველები დგანან.
ნახეთ ვიდეო: სტუდია "მონიტორის" ფილმი - სად არის არის სიკვდილის ზონები საქართველოში
სად არის სიკვდილის ზონები საქართველოში
სამაშველოს წარმომადგენლის – ნოდარ ჭუმბაძის განმარტებით, თბილისის ზღვაზე უამრავი აკრძალული ზონაა მაგრამ იქ მხოლოდ ოფიციალური "პლაჟი" კონტროლდება. იგივე ხდება ყველგან, რადგან შეუძლებელია ყველა ადგილის ათვისება. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში 2015-2017 წლებში 350 ადამიანი დაიხჩო... რუსთავში მტკვარზე ხელოვნურ ტბაში დაიხჩო 9 წლის ლუკა ბალარიშვილი. ეს ადგილი დღესაც საფრთხეს წარმოადგენს და ლუკას დედის თქმით, იქ დღესაც არავინ არის საფრთხისგან დაცული.
არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს უბედური შემთხვევების შესამცირებლად პოლიტიკის შემუშავებას წლებია, უშედეგოდ თხოვენ. რეზო გეთიაშვილის თქმით, საქართველოში ვერც ერთი ოჯახი ვერ იქნება დაცული, მისი შვილი რომ თუნდაც მალულად არ წავიდეს საბანაოდ და შემთხვევით სიკვდილის ხაფანგში არ აღმოჩნდეს... ალეკო ცქიტიშვილი და მაკა წიკლაური მათ თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე სამართლებრივ პასუხიმგებლობას თბილისის მერიას და `ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერს~ აკისრებენ. მათი მცდელობა რომ თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების იდენტფიცირება მომხდარიყო, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს იძულებული გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ...
მანანა გაბრიჭიძე