ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა
ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავად ავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. მძღოლს პირველადი დახმარება მგზავრებმა გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გამოსწორდა.

"ინტერპრესნიუსი"
1983
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
kato
0
იმ ე.წ ბოგდანის ავტობუსებში ისე ცხელა, რომ 1 გაჩერებამდე თუ გაძელი მაგარი ხარ და აბა რა დაემართებოდა მძღოლს? გადააგდეთ ეს ავტობუსები, მანდ ახვლა სიკვდილს უდრის.
18:16 / 14-07-2019
მსგავსი სიახლეები
```