უჭირს გადაადგილება, დაქვეითებული აქვს მხედველობა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, აწუხებს ძლიერი ტკივილები
18 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მიშიკო 35 კილოგრამს იწონის, უჭირს გადაადგილება, დაქვეითებული აქვს მხედველობა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, აწუხებს ძლიერი ტკივილები. მიშიკოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა, არსებობს გზა, რითაც ის ძალიან მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას. მიზნის შესრულებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს და ჩვენ ერთად შევძლებთ მიშიკოსთვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნას.
ოპერაციისთვის 60 ათასი ლარია საჭირო. სამწუხაროდ, სხვიტარიძეების ოჯახისთვის, რომელიც ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს და შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებიდან აქვთ, ფინანსების მოძიება ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ფონდში შემოსული თანხა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება გაეორმაგებინა ღონისძიებიდან შემოსული თანხა და ჯამში 40 ათასი ლარი გაიღო მიშიკოს დასახმარებლად. დღემდე, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ დამატებითი დაფინანსებით, მიშიკოს ჩაუტარდა არა ერთი გამოკვლევა და საკმაოდ მძიმე წინა საოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები. წინასაოპერაციო სამზადისთან ერთად, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ამ ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან. დაუზოგავი შრომის და მცდელობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო წერილი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკიდან, სადაც ექიმები გამოთქვამენ მზადყოფნას ოპერაციის ჩატარებისთვის.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს“ სურს დიდი მადლობა გადაუხადოს თითოეულ მომწოდებელ კომპანიას, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა და გვერდში დაუდგნენ მიხეილ სხვიტარიძეს. ასევე, მადლობა თითოეულ მხატვარს - გია ბუღაძეს, ოლეგ ტიმჩენკოს, გია ჯაფარიძეს, გივი თოიძეს, მაია თოიძეს, დავით პოპიაშვილს, ნინო ჩაკვეტაძეს, გია გუგუშვილს, ნანი ფოცხვერაშვილს, დავით ბაძაღუას, თეა თომაძეს, ირმა სვანიძეს, ბაჩო გეგუჩაძეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორებსა და სტუდენტებს, უანგარო დახმარებისთვის.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ სთხოვს სხვადასხვა ორგანიზაციებს გვერდში დაუდგეს მიშიკოს და ქველმოქმედებით შემოუერთდეს კეთილ საქმეს. მიზანი მიღწევადია და ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯი გადადგმა არის საჭირო.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა და ამ პერიოდში 1000-მდე საქველმოქმედო აქტივობა აქვს ჩატარებული. ფონდის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს კომპანია „ფრესკო“ და მისი ერთგული მომხმარებლების შემოწირულობები. მნიშვნელოვანია, რომ „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში“ შემოსული თითოელი ლარი 100%-ით ხმარდება ბენეფიციარებს.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ანგარიშის ნომერია:
ბანკის კოდი: BAGAGE22
სს "საქართველოს ბანკი" ა/ა
GE75BG0000000349521500GEL
შემოგვიერთდით!