დღეს ცნობილი გახდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დევი ონინიანს ეკუთვნის, რომელიც სამედიცინოზე აბარებს.
mshoblebi.ge- სთან საუბარში დევის მშობელი, ლალი ბუხრაშვილი აღნიშნავს, ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შვილის წარმატებაში დარწმუნებულნი იყვნენ.
- დევის წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, გვჯეროდა, რომ ზუსტად 80 ქულას აიღებდა, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ძნელი იყო წინასწარ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწავლობდა მთელი წლების განმავლობაში. იგი განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებისკენ
- ძალიან გახარებული იყო და თვითონ დამირეკა.
რუსკა კილასონია