სიახლეებიკალეიდოსკოპი
რას ამბობს დედა, რომლის შვილმაც მაქსიმალური ქულა მიიღო ზოგად უნარებში
 რას ამბობს დედა, რომლის შვილმაც მაქსიმალური ქულა მიიღო ზოგად უნარებში

დღეს ცნობილი გახდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დევი ონინიანს ეკუთვნის, რომელიც სამედიცინოზე აბარებს.

mshoblebi.ge- სთან საუბარში დევის მშობელი, ლალი ბუხრაშვილი აღნიშნავს, ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შვილის წარმატებაში დარწმუნებულნი იყვნენ.

- დევის წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, გვჯეროდა, რომ  ზუსტად 80 ქულას აიღებდა, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ძნელი იყო წინასწარ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწავლობდა მთელი წლების განმავლობაში. იგი განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებისკენ
იყო მიდრეკილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  მათემატიკას და ფიზიკას ძალიან კარგად ფლობს. ასევე დაინტერესებულია ენების შესწავლით. ფლობს სამ ენას: რუსულს ინგლისურს და ცოტა ფრანგულს.

- ძალიან გახარებული იყო და თვითონ დამირეკა.

რუსკა კილასონია
ბეჭდვა