"გოგონას ველოდებით, მეუღლე ორსულობამდეც მანებივრებდა და ახლა მით უმეტეს!" - მშობლები

"გოგონას ველოდებით, მეუღლე ორსულობამდეც მანებივრებდა და ახლა მით უმეტეს!"

2018-08-05 06:25:54+04:00

"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!" უმშვენერესი და წარმატებული მოდელი ანა ახვლედიანი მალე დედა გახდება... იგი უკვე შვიდი თვის ორსულია და თვალისმომჭრელად გამოიყურება... თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და როგორი სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- ანა, პატარა ასაკში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეთ, თუმცა ამჯერად კარიერას მყუდრო ოჯახო ამჯობინეთ... რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, კარიერა თუ ოჯახი?

- ჩემი აზრით, ორივე მნიშვნელოვანია, ოჯახი შევქმენი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს პროფესიას ცოტა ხანში არ გავაგრძელებ... რაც შეეხება ოჯახს, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!

- ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდია, როგორ გრძნობთ თავს?

- შინაგად ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას! ჩემს ცხოვრებაში მართლაც ყველაზე ლამაზი და ბედნიერი პერიოდია.

mshoblebi

- როგორ შეიცვალა თქვენი დღის რეჟიმი, პრეტენზიული ორსული ხართ?

- დიდად არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ რეჟიმში ვიყავი, სწორად ვიკვებებოდი და ამას მიჩვეული ვარ. პრეტენზიულობის რა გითხრათ, ეს ჩემს მეუღლეს უნდა კითხოთ…

- თუ გაგვანდობთ ბავშვის სქესს?

- დიახ, გოგონას ველოდებით.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ბავშვის სქესი გაიგეთ?

- გიგის თავიდანვე გული უგრძნობდა, რომ გოგო იქნებოდა, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა, პირველი შვილი გოგო ყოფილიყო... მე რატომღაც ბიჭი მეგონა, თუმცა სულ ერთი იყო, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ორივე ძალიან გაგვიხარდებოდა.

mshoblebi

- რამდენი თვის ორსული ხართ და ზაფხულის აუტანელ სიცხეში არ გაგიჭირდათ?

- ახლა თითქმის 7 თვის ვარ... რაც შეეხება სიცხეებს, სულ ქალაქგარეთ ვისვენებდით, სუფთა ჰაერზე...

- ეტყობა გიგი განებივრებთ...

- დიახ, გიგი ორსულობამდეც მანებივრებდა და ახლა მითუმეტეს!

- ბავშვის სახელი შეარჩიეთ, უკვე ემზადებით?

- ბავშვის სახელს ჯერ ვფიქრობთ... მომზადებას რაც შეეხება, უკვე თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს…

- ყველა ქალი ამბობს, რომ საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ბავშვი მუცელში პირველად გაინძრევა...

- დიახ მართლაც ასეა, საოცარიც და ამავდროულად ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, არასდროს არ დამავიწყდება._

- საკვებიდან რა შეგძულდათ, ან პირიქით ზამთარში ვთქვათ ნესვი თუ მოგნატრებიათ?

- კი, ქათამს ვერ ვიტანდი პირველი პერიოდი, ხორციც აღფრთოვანებას არ გამოხატავდა ჩემში, მაგრამ მოხარშულ ხორცს მაინც მივირთმევდი. დანარჩენი დღის რაციონში უმეტესად ხილი და ბოსტნეული იყო. ტკბილეულს ძალიან ცოტა რაოდებობით ვიღებდი, თუ მომინდებოდა... ახლა ყველაფერი დალაგდა და თითქმის ყველაფერს ვჭამ... რაც შეეხება მონატრებას, დიახ, შუა ზამთარში საზამთრო მომინდა ძალიან, გიგიმ მომიტანა, თუმცა მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდით…

- გასინჯეთ?

- კი, ცოტა..

mshoblebi

- საუბრის დასასრულს რომ გვითხრათ, როგორია თქვენი კარიერული სამომავლო გეგმები?

- ღმერთის წყალობით, ბავშვი რომ გაჩნდება, შემდეგ ვაპირებთ ამერიკაში წასვლას, ერთ-ერთ რეჟისორს უნდა შევხვდეთ, რომელიც ჩემით და გიგით არის დაინტერესებული... ძალიან ცნობილი რეჟისორია, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

მანანა გაბრიჭიძე