სიახლეებიკალეიდოსკოპი
რა ქულა მიიღო დევი ონიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?
რა ქულა მიიღო დევი ონიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?
ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცნობილია. შედეგები გამოცხადდა ასევე მათემატიკასა და გეოგრაფიაში. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერადაახლებით 35 000-მა აბიტურიენტმა, გეოგრაფია დაწერა 12 000-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა მათემატიკის გამოცდა. ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ეს არის პირველადი შედეგი, შესაბამისად, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ზღვარი, ეს მონაცემები შეიცვლება აპელაციის შემდეგ. თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართულში დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. რაც შეეხება მათემატიკას, შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო გაუადვილდათ მინიმალური კომპეტენციის
ზღვარის გადალახვა, აქ 80%-მდე აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 10 %-მა, ხოლო მეორე ვარიანტში - 16%-მა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ეტაპობრივად გაგრძელდება.
mshoblebi.ge ამჯერადაც დაინტერსდა იმ აბიტურიენტის შედეგით, რომელსაც ფაქტობრივად მთელი საქართველო გულშემატკივრობს და დევი ონიანს დავუკავშირდით.

დევი ონიანმა ზოგადი უნარებისა და უცხო ენების გამოცდა მაქსიმალური შედეგით ჩააბარა. როგორც აღმოჩნდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მან მაღალი ქულა მიიღო 80-დან 70.

altდევიმ უცხო ენაშიც მაქსიმალური ქულა მიიღო - დადიოდა თუ არა წლის გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან


რუსკა კილასონია

ბეჭდვა