26 წლის ნიკოლოზის ცხედარი მოახლემ აღმოაჩინა მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მილიონერ მიხეილ ხუბუტიას უფროსი ვაჟი ნიკოლოზი. 26 წლის ნიკოლოზის ცხედარი მოახლემ აღმოაჩინა, რომელიც დილას მივიდა სახლის დასალაგებლად. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, გარდაცვლილს კი ცეცხლსასროლი იარაღით თავში ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა.
ამბობენ, რომ ბოლო დროს მეგობრებთან ჩიოდა, გადაღლილი ვარო. ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.
მამამისი მიხეილ ხუბუტიაა, რომელიც იარაღის საწარმოს და მაღაზიების ქსელს ხელმძღვანელობს და საკმაოდ გავლენიანია ბიზნესის სფეროში, მას მოსკოვის იარაღის ბარონსაც უწოდებენ. წლების წინ ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც ისმოდა მისი გვარი. შვილის გარდაცვალების დროს მამა საფრანგეთში იმყოფებოდა დასასვენებლად.