"რისთვის, შვილო? შენ ხომ ასეთი კეთილი, ალერსიანი, განათლებული, ჭკვიანი მყავდი" როგორც ცნობილია, გუშინ ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ვაჟი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში. 26 წლის ნიკოლოზს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თავში მიყენებული ჭრილობა (იხილეთ ვრცლად - ქართველი მილიონერის ვაჟმა თავი მოიკლა).
დღეს ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"რისთვის, შვილო? შენ ხომ ასეთი კეთილი, ალერსიანი, განათლებული, ჭკვიანი მყავდი... რაღად მინდა სიცოცხლე!"
მიხეილ ხუბუტიას და მის მეუღლეს ეკა ჯანაშიას ერთი ვაჟი დარჩათ.