რა გახდა ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი?
რა გახდა ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი?
ქარელის სამშობიაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი საკითხის შესწავლას გეგმავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სააგენტომ სასამართლოს მიმართა იმისთვის, რომ კლინიკაში აღნიშნული შემთხვევის შესამოწმებლად ნებართვა მიიღოს.

"ჩვენთან შემოდის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინების საფუძველზე მივმართეთ სასამართლოს. შესვლისა და შესწავლის თაობაზე როგორც კი სასამართლთლოსგან ნებართვას მივიღებთ, შევალთ დაწესებულებაში და დავიწყებთ საკითხის შესწავლას", - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილი
გუშინ გარდაიცვალნენ.

"ინტერპრესნიუსი"
4015
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```