"ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს" - გარდაცვლილი მშობიარე 4 შვილის დედა იყო
  "ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს" - გარდაცვლილი მშობიარე 4 შვილის დედა იყო
ქარელის სამშობიაროში მომხდარ შემთხვევას, სადაც მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი სწავლობს და მოკვლევის ოფიციალურ შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქარელის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალბატონი ოთხი შვილის დედა, ლალი ცხვედაძეა.

ახლობლების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშობიარეს საკეისრო კვეთით უნდა გაეჩინა ბავშვი და ექიმებს ნარკოზის ზედმეტი დოზა მოუვიდათ. ბავშვი გაიგუდა, რადგან მისი ამოყვანა ვერ შეძლეს.
"გვითხრეს, რომ ემბოლია (სიხლძარღვების სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით) სჭირდაო ქალბატონს და ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი" - აღნიშნავს ჩვენთან
საუბარში ოჯახთან დაახლოებული პირი.
რუსკა კილასონია
10965
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოფო
0
ვრცელდება ინფორმაცია რომ ნარკოზის ზედმეტი დოხა მოუვიდათო. ამისი დაწერა შეიძლება?! გადაამოწმეთ ინფორმაცია?!
12:45 / 10-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```