მან ჟურნალისტებს მოუყვა, თუ რას ნიშნავს მსახიობთა დინასტიის მემკვიდრედ ყოფნა კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის შვილი, 15 წლის კერისი დედასთან ერთად ჟურნალ Town&Country -ს გარეკანისთვის გადაიღეს. ეს მისი დებიუტი იყო. მან ჟურნალისტებს მოუყვა, თუ რას ნიშნავს მსახიობთა დინასტიის მემკვიდრედ ყოფნა.
კერისმა, რომელიც ძალიან ჰგავს დედას აღნიშნა, რომ ძალიან რთულია პოპულარული მშობლების შვილობა. გოგონა მუდმივად პრესისა და ტელევიზიის ყურადღების ცენტრშია, ხოლო სკოლაში კი დასცინიან მამის ასაკის გამო. ტექსტი ძირითადად ასე ჟღერს:“ კერ, ბაბუმ მოგაკითხა“. გარდა ამისა, ისინი ხშირად ხაზს უსვამენ მშობლებს შორის ასაკობრივ სხვაობას, რაც მისთვის ასევე არასასიამოვნოა.
გოგონას სურვილია, თანატოლებმა მიიღონ როგორც ერთ-ერთი რიგითი ბავშვი და არა როგორც გამოჩენილი მსახიობების შვილი. „ ადამიანები ფიქრობენ, რომ მე არასაკმარისად ვშრომობ, რომ არ მჭირდება ზედმეტი ძალისხმევა წარმატების მისაღწევად. გამუდმებით მიწევს იმის დამტკიცება, რომ მე ცალკე ინდივიდი ვარ და არა მხოლოდ ჩემი მშობლების შვილი“.
გადაფურცლეთ და იხილეთ კერის ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
კერისი ამბობს, რომ მისთვის დედის სტილი მისაბაძია.ზეტა ჯონსმა კი აღნიშნა, რომ ასევე აღფრთოვანებულია შვილის სტილით.მსახიობის თქმით, მისი გოგონა მოდურად და თანამედროვედ იმოსება, მაგრამ ყოველთვის- ასაკის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ზეტა ჯონსი და დუგლასი 20 წელია ერთად არიან. კერის გარდა, წყვილი ზრდის 17 წლის დილანს, ხოლო მაიკლს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბიჭი- 39 წლის კემერონი.
"ჩემს შვილს ჩემმა პროფესიამ მშობლები წაართვა... ვიცი, რომ ბოლოს მისაყვედურებს"...